ყველაზე მაგარი გოგო გამოწერეს - მაკო გომურს საავადმყოფოსთან ხალხი "მადლობის" შეძახილებით დახვდა (ვიდეო)
გოგონა, რომელმაც 20 ივნისის აქციის ღამეს თვალი დაკარგა საავადმყოფოდან გამოწერეს. საავადმყოფოს დატოვებისას მაკო გომურმა კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ქვეყანაში რაღაცების შესაცვლელად და მისაღწევად აუცილებელია რომ ყველამ ერთად იბრძოლოს.
"ნარკოზიდან
რომ გამოვედი უამრავი შეტყობინება დამხდა. მოდი დავიწყოთ მადლობით. მართლა
ყველას დიდი მადლობა იმ გვერდში დგომისთვის. რაც ძალა ახლა მე მაქვს, მაქვს
იმ ადამიანებისგან. ისინი რომ არ ყოფილიყვნენ, მეც არ ვიქნებოდი. ყველამ
ერთად უნდა ვიბრძოლოთ რაღაცეების მისაღწევად. მხოლოდ ერთეულები არ უნდა
იყვნენ იქ, სადაც ვიყავით ყველა. როცა ვიბრძვით რაღაცის წინააღმდეგ ყველა
ერთად უნდა ვიდგეთ იქ" - განაცხადა მაკო გომურმა.
კომენტარი