დინ კიხოტ წერეთელი ქარის წისქვილების წინააღმდეგ
გიგი წერეთელი ქარის წისქვილებს ებრძვის. ვიცე-სპიკერმა გადაწყვიტა, რომ იმ ნივთების რეალიზაცია აკრძალოს, რომელზეც მარიხუანა იქნება გამოსახული. ჩამონათვალში მოხვდა ბაზრობებზე გასაყიდად გამოფენილი ქამრები, თავსაფრები, ქუდები და ა.შ.
წერეთლის აზრით, ამით იგი ანტინარკოტიკული ღინისძიების გაძლიერებასა და ნარკოტიკების რეკლამირების შემცირებას აპირებს.
ვიცე-სპიკერი თვლის, რომ ადამიანი, რომელიც მარიხუანას გამოსახულებიან ქამარს ან ცხირსახოცს შეიძენს, შესაძლოა ნარკოტიკებზე დამოკიდებული გახდეს. ის თუ არ,ა ვიღაც მაინც გახდება, რომელსაც მარიხუანას ემბლება თვალში შეეჩხირებაო.
საინტერესო და მისასალმებელია, როცა დეპუტატი ანტინარკოტიკული პოლიტიკის გაძლიერებაზე ფიქრობს, მაგრამ საკვირველია, ნუთუ, სენი, რომელიც ქართველი ახალგაზრდების ლამის მეოთხედის ყოველდღიური მეკვლეა, მხოლოდ ქამრებისა და ქუდების დამსახურებაა?
ბატონი წერეთელი, უმჯობესი იქნებოდა, ნარკოდამოკიდებული ადამიანების რეაბილიტაციის ცენტრების მშენებლობაზე ზრუნავდეს. ან იმაზე, რომ ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ მყოფთთათვის ერთი მხრივ საჯარიმო სანქციები გამკაცრდეს და მეორე მხრივ, კიდევ უფრო დაუნდობელი ბრძოლა გამოცხადდეს ე.წ. „ბარიგების“, ანუ ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ.
სხვა შემთხვევაში, წერეთლის დანაბარევი ინიციატივა, სხვა არაფერია, თუ არა, ქარის წისქვილებთან უსაგნო და უშედეგო ბრძოლა.
კომენტარი