სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის დაკავების კადრები ვრცელდება
სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის დაკავების კადრები ვრცელდება.
უკრაინიდან პოლონეთში გაძევებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ევროკავშირსა და გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს დახმარებას სთხოვს. ამის შესახებ მან გამოცემა Bild-თან ინტერვიუში განაცხადა.
„კიევის კაფეში თავს დამესხნენ შეიარაღებული პირები, გამიტაცეს, მემუქრებოდნენ და კერძო თვითმფრინავით პოლონეთში გადამიყვანეს. ამ აქციის უკან უკრაინის კორუმპირებული პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო დგას“, - განაცხადა სააკაშვილმა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის თქმით, პოროშენკო უკრაინას ანადგურებს და მისი, როგორც კორუფციასთან მებრძოლის მოშორება სურს.
„თუ ევროკავშირი და ანგელა მერკელი არაფერს მოიმოქმედებენ, უკრაინა დაიშლება. მე აუცილებლად დავბრუნდები უკრაინაში კანონიერად და ამ ბრძოლაში გამარჯვება ჩვენს მხარეს იქნება“, - აღნიშნა პოლიტიკოსმა.
კომენტარი