სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თიბისი ბანკმა EMEA FINANCE-ისგან ორი ჯილდო მიიღო

მსოფლიოს წამყვანმა ფინანსურმა ჟურნალმა, EMEA Finance, თიბისი ბანკი 2013 წლის საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში. ამავე ჟურნალმა, თიბისი ბანკი დააჯილდოვა, როგორც ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესო კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ბანკი 2013 წელს.

თიბისი ბანკი ერთადერთი ქართული კომპანიაა, რომელმაც კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის გამო საერთაშორისო ჯილდო მიიღო. რაც შეეხება საუკეთესო ბანკის წოდებას საქართველოში, ამ ჯილდოს თიბისი ბანკი EMEA Finance-ისგან უკვე მესამე წელია იღებს.

EMEA Finance მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ფინანსური გამოცემაა, რომელიც იკვლევს ფინანსურ ბაზრებს ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში. EMEA Finance –ის ევროპული საბანკო ჯილდო უკვე 6 წელია არსებობს. წელს თიბისი ბანკი გამარჯვებულად დასახელდა ისეთი მსხვილი ფინანსური ინსტიტუტების გვერდით, როგორებიცაა Barclays, HSBC, Credit Suisse, Raiffeisen Bank International და Citi.

EMEA Finance-ის რედაქტორის, ტიბ ბურკის თქმით, 2013 წელი თიბისი ბანკისთვის საკმაოდ წარმატებული იყო. „თავისი სასესხო პორტფელით თიბისი ბანკმა შეძლო, მნიშნელოვანი პარტნიორობა გაეწია ლოკალური კომპანიებისა და ბიზნესებისათვის, ასევე თიბისი ბანკმა შეინარჩუნა ლიდერობა საქართველოს საბანკო ბაზარზე საცალო დეპოზიტების თვალსაზრისით, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ის ყველაზე სანდო ბანკია საქართველოში. საინტერესოა, რომ თიბისი ბანკი უკვე მესამე წელია იღებს ჩვენგან საქართველოს მასშტაბით საუკეთესო ბანკის წოდებას. გარდა ამისა, ვამაყობთ, რომ დავასახელეთ თიბისი ბანკი საუკეთესო კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ბანკად ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. ვფიქრობ, ამ მიმართულებით თიბისი ბანკი მართლაც გამორჩეულია“, - აღნიშნავს ტიმ ბურკი.

თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი, ვახტანგ ბუცხრიკიძე განსაკუთრებით მიესალმება კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობისათვის მიღებული ჯილდოს. „მოგეხსენებათ,დაარსების დღიდან თიბისი ბანკი ხელს უწყობდა საზოგადოებისათვის ღირებული სხვადასხვა კულტურული, სოციალური თუ საგანმანათლებლო პროექტის განხორციელებას. ის თავადაა დამაარსებელი და ორგანიზატორი საქართველოში ყველაზე ცნობილი და პატივსაცემი ლიტერატურული კონკურსისა „საბა“. ჩვენ ასევე ხელს ვუწყობთ ელექტრონული წიგნების პოპულარიზაციას საქართველოში; ჩვენს სათავო ოფისში ფუნქციონირებს ორი გალერეა ქართველი არტისტების ხელშესაწყობად; ასევე დავაარსეთ „არტარეა“ პირველი ქართული ტელევიზია კულტურაზე. ამ ყველაფრის გამო მიმაჩნია, რომ თიბისი ბანკმა ნამდვილად დაიმსახურა ამ ჯილდოს მიღება,“_ განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100