სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საჭე ვერ დაიმორჩილა და გზიდან გადავიდა, მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა - საშინელი ავარია ახალციხეში

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ახალციხე-ადიგენის საავტომობილო გზაზე.

გავრცელებული ინფორმაციით, მიკროავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა.

მიღებული ტრავმის შედეგად 40 წლამდე კაცი ადგილზე გარდაიცვალა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100