სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ალო!.. ხელები მაღლა!..“ – ცეცხლსასროლი მობილურები (ვიდეო)

ცეცხლსასროლი მობილური ტელეფონი, იგივე ტელეფონ–პისტოლეტი: დამეთანხმებით, მიმზიდველი და დამაინტრიგებელი იდეაა. როგორ გგონიათ, არსებობს თუ არა ტელეფონი, რომელიც ისეთივე წარმატებით ისვრის, როგორც რეკავს? უმრავლესობამ, ალბათ, იცის და ვინც არ იცის, მათ ვეტყვით, რომ არსებობს.

პირველი ტელეფონ–პისტოლეტი ჯერ კიდევ 2000 წელს, ამსტერდამში აღმოაჩინეს. ნარკომოვაჭრეების ჯგუფის გაუვნებელყოფის ოპერაციის დროს პოლიციელები ცეცხლსასროლ მობილურს საიდუმლო საცავში წააწყდნენ. როგორც გაირკვა, ცეცხლსასროლი მობილურების „სამშობლო“ ყოფილი იუგოსლავია იყო და მოგვიანებით დააკავეს კიდეც ხორვატი იარაღით მოვაჭრე, რომელსაც დასავლეთ ევროპაში არალეგალურად გადაჰქონდა 10 ასეთი აპარატი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100