თიბისი ბანკის ინტერნეტ ბანკის სერვისი მსოფლიოში საუკეთესოდ აღიარეს!
5 ნოემბერს აშშ-ში, ქალაქ ნიუ-იორკში გამართულ, ჟურნალ Global Finance-ის ყოველწლიურ დაჯილდოვებაზე თიბისი ბანკის ინტერნეტ ბანკი დასახელდა, როგორც„მსოფლიოში საუკეთესო კომუნალური გადახდების სისტემის მქონე ინტერნეტ ბანკი“. ამავე დაჯილდოვებაზე თიბისი ბანკმა მეორე ნომინაციაშიც გაიმარჯვა - იგიდასახელდა „მსოფლიოში საუკეთესო ინტეგრირებულ ვებ-გვერდად“.
ამ მასშტაბის საერთაშორისო აღიარება დღემდე არც ერთ ქართულ ბანკს არ ჰქონია. Global Finance-ის კონკურსის გამარჯვებულთა სიაში თიბისი ბანკი მოხვდა ისეთი ცნობილიდა ავტორიტეტული ბანკების გვერდით, როგორებიცაა Citi, HSBC, Standard Chartered, Garanti Bank, Scotiabank და სხვა.
კომენტარი