სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„მარნეულის სასურსათო ქარხანა“ ისრაელის ელჩმა დაათვალიერა

„მარნეულის სასურსათო ქარხანას“ ისრაელის სრულუფლებიანი ელჩი იუვალ ფუქსი სტუმრობდა. სტუმარმა არაოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ქარხანაში არსებული დანადგარები და ტექნოლოგიური ხაზები დაათვალიერა. ელჩმა საწარმოს მუშობა და გაწეული სამუშაოები სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით დადებითად შეაფასა.

ბატონ ფუქსს და მის თანმხლებ პირებს საწარმოთა საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრა და მეგზურობა გაუწია „მარგებელი ჰოლდინგის“ საზოგადოებასთან ურთიერთობების მენეჯერმა ვიქტორია ჟიჟკომ და პროექტების მენეჯერმა გულია ლორთქიფანიძემ.

სტუმარი ადგილზე გაეცნო ქარხნის მუშაობას. თავი მხრივ ჰოლდინგის წარმომადგენლებმა საწარმოში არსებული მდგომარეობა და სამომავლო გეგმებიც გააცნეს.

„მოხარულები ვართ, რომ დღეს „მარნეულის სასურსათო ქარხანას“ ასეტი მნიშვნელოვანი სტუმარი ეწვია. ეს იყო არაოფიციალური ვიზიტი, რომლის ფარგლებშიც მან დაათვალიერა ქარხანა, გაეცნო წარმოების ნიუანსებს და შემდეგ დააგემოვნა ჩვენი პროდუქცია. გასათვალისწინებელია, რომ რადგან საწარმოო სეზონი გაზაფხულზე იწყება, ქარხანა სრული დატვირთვით არ მუშაობს. ვიმედოვნებთ, რომ ბატონი ფუქსი კიდევ ერთხელ გვეწვევა სეზონზე, როდესაც ქარხანა სრული დატვირთვით იმუშავებს და შეძლებს უკეთ გაეცნოს და შეაფასოს წარმოების პროცესი. მან ამის სურვილი გამოთქვა და ბატონი ფუქსი კმაყოფილი დარჩა ჩვენთან სტუმრობით,“ - აღნიშნა ვიქტორია ჟიჟკომ.

„მარნეულის სასურსათო ქარხანა“ „მარგებელი ჰოლდინგის“ ნაწილია, რომელიც 2007 წელს დაარსდა და საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი საწარმოა. ქარხანა, რომელიც ევროპული სტანდარტების მქონე დანადგარებითაა აღჭურვილი, 50-ზე მეტი დასახელების ქართული ნედლეულისგან დამზადებულ, ნატურალურ და გემრიელ საკონსერვო პროდუქტს უშვებს. ქარხანას ნედლეულით ჰოლდინგში შემავალი კომპანია „მარნეული აგრო“ და ადგილობრივი მცირე სასოფლო მეურნეობები ამარაგებენ. საწარმოს ტექნიკური შესაძლებლობა, ადგილობრივი ნედლეულის მაღალ ხარისხთან ერთად, ქართულ ბაზარზე უალტერნატივო პროდუქტს სთავაზობს. ქილაში ჩადებული თითოეული პროდუქტი ქართულ მიწაზეა მოყვანილი და 100 პროცენტით ქართულია. შესაბამისად, M ნიშანი საქართველოში ხარისხისა და ჯანსაღი საკვების სინონიმად იქცა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100