სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ის, სავარაუდოდ, ეროვნებით ჩეჩენი, რუსეთის მოქალაქეა" - კიევის ოლქში ბიზნესმენ ნიკოლოზ დავითაშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს

უკ­რა­ი­ნა­ში, კი­ე­ვის რე­გი­ონ, ბე­ლა­ია ცერ­კოვ­ში 52 წლის ქარ­თვე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნის ნი­კო­ლოზ და­ვი­თაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი და­ა­კა­ვეს. ეროვ­ნე­ბით ჩე­ჩე­ნი, 39 წლის მა­მა­კა­ცი რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქეა და ის 2019 წლი­დან იძებ­ნე­ბო­და. ბიზ­ნეს­მე­ნი 2019 წლის 26 ნო­ემ­ბერს კი­ე­ვის ცენ­ტრში გა­უ­ჩი­ნარ­და, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი მისი ცხე­და­რი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბით ჭაში იპო­ვეს. ად­გი­ლობ­რი­ვი პო­ლი­ცია აცხა­დებ­და, რომ მკვლე­ლო­ბა სა­ვა­რა­უ­დოდ შეკ­ვე­თი­ლი იყო. და­კა­ვე­ბუ­ლის სა­ხე­ლი და გვა­რი მე­დი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით არ ვრცელ­დე­ბა, მაგ­რამ მოკ­ლუ­ლის მე­უღ­ლე მედიასთან სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს, რომ ის სა­ვა­რა­უ­დოდ ბა­კა­ე­ვია. თიკა სი­ხა­რუ­ლი­ძე: - ცოტა ხნის წინ შე­ვი­ტყვე მეც სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით, რომ ნი­კას მკვლე­ლი და­ა­კა­ვეს. ჯერ­ჯე­რო­ბით მე არა­ვინ დამ­კავ­ში­რე­ბია. ჩემი ვა­რა­უ­დით, ეს უნდა იყოს ეროვ­ნე­ბით ჩე­ჩე­ნი, რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე, რო­მე­ლიც 2019 წლი­დან იძებ­ნე­ბო­და, თუმ­ცა და­ზუს­ტე­ბით ჯერ­ჯე­რო­ბით არ ვიცი. ვნა­ხოთ რა იქ­ნე­ბა ახლა, არ მინ­და, რომ მოვ­ლე­ნებს წინ გა­ვუს­წრო, მთა­ვა­რია მან დამ­კვე­თი და­ა­სა­ხე­ლოს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100