საქართველოში კიდევ ერთი დასახელების ვაქცინა შემოდის
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, სექტემბერში საქართველოში Johnson & Johnson-ის 50 ათასი დოზა ვაქცინა შემოვა.
ვაქცინა გერმანიის მთავრობის საჩუქარია საქართველოსთვის.
Johnson & Johnson-ის ვაქცინა, სხვა ვაქცინებისგან განსხვავებით, მხოლოდ ერთხელ კეთდება.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო 4 ვაქცინა მოქმედებს:“ფაიზერი”, “სინოფარმი”, “სინოვაკი” და “ასტრაზენეკა“.
კომენტარი