27 წლის მოჭიდავე, რომელიც სიკვდილით დასაჯეს
ირანის ხელისუფლებამ სიკვდილით დასაჯა 27 წლის მოჭიდავე ნავიდ აფკარი, რომელსაც 2018 წლის საპროტესტო აქციებში მონაწილეობა და დაცვის თანამშრომლის მკვლელობა ედებოდა ბრალად. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Associated Press-ი ავრცელებს.
რამდენიმე დღის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მოუწოდა ოფიციალურ თეირანს, არ მოეყვანათ სისრულეში აფკარისთვის გამოტანილი განაჩენი. მისი განცხადებით, აფკარის „ბრალი“ მხოლოდ ანტისამთავრობო საპროტესტო აქციაში მონაწილეობაში მიუძღვოდა.
ამის შემდეგ ირანის ოფიციალურმა ტელევიზიამ გაავრცელა ვიდეო, რომელზეც ნავიდ აფკარი ბრალს აღიარებდა. ირანული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოები წერდნენ, რომ ტრამპი მკვლელის სიცოცხლეზე ზრუნავს, მაშინ როდესაც ანტიირანული სანქციების გამო მოქალაქეები ჰოსპიტლებში სიკვდილს ებრძვიან.
კომენტარი