კიკვიძის ბაღთან ტაქსმა ახალგაზრდა გოგონას სიცოცხლე იმსხვერპლა - ქეთის მცირეწლოვანი შვილი დარჩა
ორი დღის წინ კიკვიძის ბაღთან ტაქსი ახალგაზრდა გოგოს დაეჯახა და მისი სიცოცხლე იმსხვერპლა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში გარდაცვლილის ახლობლები წერენ:
"არაფრის წერა არშემიძლია , ეს გოგო აღარ მყავს ( სულ მეუბნებოდა დეიდას დედის სურნელი აქო მომეფერეთ ჩამეხუტეთო ( ქეთ შენ შენ დედიკოს სამუდამო შავები ჩააცვი ვაი ამ სიცოცხლეს რაუბედური ყოფილხარ , ყველას უყვარხარ ეხა ყველაგეფერება ამდენი სიცოცხლეში მოგფერებოდით ნეტა ?! ( შენი შვილი? დედა სურათებიდან ემახსოვრება მხოლოდ ტკივილი და უსამართლობა ხარ ((( ნათელში იყავი იქაც სულ მომღიმარი და ბედნიერი შენ ჩვენი ანგელოზი ხარ , შენი შვილის მფარველი ანგელოზი" - წერს ქეთი დეიდა.
თუ, რა მოხდა კიკვიძის ბაღთან და დაკავებულია თუ არა ტაქსის მძღოლი, ამის გასარკვევად ჩვენ შსსს-ს დავუკავშირდით, თუმცა უწყებაში კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებენ.
ქეთის მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
კომენტარი