არჩილ თალაკვაძე სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დაფინანსებულ და ინიცირებულ საწარმოებში იმყოფებოდა
“ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი არჩილ თალაკვაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მონაწილეებთან შეხვედრებს განაგრძობს.
„სასიამოვნოა, როცა ეკონომიკის მინისტრს ან მის მოადგილეს უკავშირდები და მათგან ოზურგეთში ათეულობით წარმატებული პროექტის შესახებ იღებ ინფორმაციას. თქვენი წარმატების მაგალითები არის ჩვენთვის ძალა შემდგომი სწრაფი განვითარების და ეკონომიკური წინსვლის მისაღწევად.
ოპოზიციის რიტორიკული შეკითხვა „სად არის თქვენს მიერ შექმნილი სამუშაო ადგილები და მხარდაჭერილი საწარმოები?“ თავიდანვე უსამართლოა. უსამართლოა იმიტომ, რომ ეს შეკითხვა უგულებელყოფს თქვენს შრომას, თქვენს მიღწევებს და თქვენს მიერ შექმნილ დოვლათს“ - მიმართა მეწარმეებს არჩილ თალაკვაძემ.
(რეკლამა)
კომენტარი