რა ღირს და ვინ იყენებს „სამგზავრო საშვს“ ოკუპირებულ აფხაზეთში?
ე.წ. საშვი, რომელსაც ოკუპირებული აფხაზეთიდან დანარჩენ საქართველოში გადმომსვლელი მოქალაქეები იყენებენ 100-დან 150-მდე რუსული რუბლი ღირს. Livepress.ge-ს აფხაზეთიდან ზუგდიდში ჩამოსულმა რესპოდენტებმა უთხრეს, რომ „საშვის გამოწერა ძვირი ღირს და ვადა 10 დღეში ეწურება“. რესპოდენტების ინფორმაციით, საგუშაგოებზე მომსახურე აფხაზი და რუსი სამხედროები მოქალაქეებს ე.წ. საშვს სთხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში საზღვარზე არ ატარებენ. „გალის მოსახლეობისთვის ე.წ. საშვი 100 რუსული რუბლი ღირს, სოფლებში მცხოვრებთათვის 150 რუბლი“, ამბობს გალელი ლალი სარია. რესპოდენტების თქმით, ოკუპირებული რეგიონიდან სამეგრელოში გადმოსვლა ფასიანი საშვების გარდა რუსული და აფხაზური პასპორტითაა შესაძლებელი, მაგრამ ქართველების დიდ ნაწილს საბუთები წესრიგში არ აქვს და ადმინისტრაციულ საზღვარზე ხშირად პრობლემები ექმნებათ. შეგახსენებთ, რომ ე.წ. ფასიანი საშვი აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობამ შარშან ზაფხულს, სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე მოქალაქეთა გადაადგილების გამარტივების მიზნით შემოიღო.
კომენტარი