ქალის ადგილი მართლა სამზარეულოშია?
ქალების ადგილი სამზარეულოშია – ეს აზრი ხშირად მსმენია “ძლიერი სქესის” წარმომადგენლებისგან. ასე ძირითადად 40 წელს გადაცილებული ადამიანები ფიქრობენ. მაგრამ ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა ეს აზრი ჩემივე თანატოლებისგან მოვისმინე. არადა მე პროგრესულად მოაზროვნე ახალგაზრდებად მიმაჩნდნენ :| დიდი კამათი მოგვივიდა ამ თემაზე. მე ვთქვი, რომ დიახაც არ ვაკეთებ საჭმელს და არ “ვბზრიალებ” სამზარეულოში, რადგან ეს საქმე არ მიყვარს. საერთოდ არ მესმის, რატომ უნდა დახარჯო დრო იმ საქმის კეთებაზე, რაც არ გიყვარს. მითუმეტეს, რომ რამდენიმე საათში მთელი შენი შრომა განავლად იქცევა. სამზარეულოში ტრიალს მირჩევნია სხვა სასარგებლო და ჩემთვის საინტერესო საქმით დავკავდე.
თან
მე ძირითადად ის საჭმელი მიყვარს, რომლის შეძენაც ნებისმიერ მაღაზიაში მზა სახით შეიძლება, მაგალითად: შოკოლადი, პეჩენია, პიცა, ლობიანი, ჰოთ-დოგი:) ეს ვთქვი თუ არა, ჩემმა ოპონენტებმა კრიტიკის ქარცეცხლში გამატარეს, რას ჰქვია გოგო საჭმელს არ აკეთებდესო, აი, დავუშვათ ქმარი მოდის სახლში დაღლილიო და მშიერიო, არ უნდა დაუხვედროს ცოლმა კერძებიო. ხოდა, იქნებ სულაც პირიქითაა და ცოლი ბრუნდება სახლში დაღლილ-დაქანცული? გავრცელებული ფრაზაა: გზა კაცის გულამდე კუჭზე გადისო. თუ ეს ჭეშმარიტებაა, მაშინ ყველა კაცი კუჭის მონა ყოფილა. თუკი ცოლის ფუნქცია მარტოოდენ საჭმლის კეთებით შემოიფარგლება, რაღა საჭიროა ცოლის მოყვანა, შეისახლონ მზარეული და იცხოვრონ ტკბილად და ბედნიერად :D:D:D
ის აზრიც ხშირად მსმენია, რომ კაცი უფრო კარგი მზარეულია, ვიდრე ქალი, ხოდა ვინ ეცილებათ? იტრიალონ სამზარეულოში და აკეთონ ათასნაირი კერძები თუ გამოსდით ეს საქმე და თუ სიამოვნებთ.
რა სჯობია იმას, როცა ქალს გემრიელი კერძების მომზადება შეუძლია და უყვარს კიდეც ეს პროცესი, მაგრამ ქალი რომ აუცილებლად უნდა აკეთებდეს საჭმელს, ეს გაუგებარი მოთხოვნაა, დრომოჭმული სტერეოტიპი…
იქნებ ოდესმე მეც შემიყვარდეს სამზარეულოში ტრიალი, მაგრამ მანამდე ვიტყვი, რომ ქალის ადგილი იქაა, სადაც უნდა რომ იყოს: იქნება ეს სამზარეულო, სამსახური თუ სხვა. ეს ქალის გადასაწყვეტია და ყველამ პატივი უნდა სცეს მის არჩევანს.
კომენტარი