სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გსმენიათ რომ ადამიანს ძილში სექსი ჰქონდეს? დიახ, აქ ფსიქიკურ დარღვევასთან გვაქვს საქმე

სექსომნია (ლათ. Sexus – სქესი, სექსი + somnus – ძილი) – ფსიქიური დარღვევაა, როცა ადამიანს ძილში აქვს სექსი, ან რაიმე სახის სექსუალური აქტივობა. სექსომნია ლუნატიზმის გამოვლინებაა. უვლინდებათ ქალებსაც და მამაკაცებსაც. დამახასიათებელი ნიშანია ადამიანის მიერ გაუცნობიერებლობა და მოვლენების აბსოლუტური დავიწყება. ზოგჯერ გახსენება შესაძლოა მოხდეს სექსუალური სიზმრის სახით.

პირველი პუბლიკაცია,რომელშიც ნავარაიდევი იყო, რომ ძილის დროს სექსუალური ქცევა პარასომნიების (მძინარე ადამიანების უცნაური ქცევები) ცალკე ტიპი იყო, გამოიცა 1996 წელს სამი მკვლევარის მიერ: კოლინ შაპირო (Colin Shapiro) და ნიკ ტრაჯანოვიჩი (Nik Trajanovic) ტორონტოს უნივერსიტეტიდან და პაულ ფედოროვი (Paul Fedoroff) ოტავის უნივერსიტეტიდან. 2005 წლიდან სექსომნია ძილის მედიცინის ამერიკული აკადემიიის (American Academy of Sleep Medicine) მიერ აღიარებულია დამოუკიდებელი სინდრომად.

ფსოქოსომატური მედიცინის აკადემიის მიერ გამოქვეყნებული მასალების მიხედვით სექსომნიას აქვს სამი ხარისხი:

ნაკლებად საშიში, ვლინდება ძილის დარღვევებში, რომელიც პრაქტიკულად შეუმჩნეველია გარშემომყოფების მიერ;

შემთხვევები, რომლეთა შედეგებიც „ვლინდება გარკვეული მორალური ზიანით“;

ყველაზე მძიმე ხარისხი, ადამიანები ამ ფორმის დროს შედიან გაუცნობიერებელ-სომნაბულურ სექსუალურ კონტაქტში.

აღწერილია შემთხვევები, როდესაც სექსომნიის დროს ადამიანმა ზიანი მიაყენა საკუთარ თავს ან პარტნიორს. ყველაზე ხშრად ეს უკავშირდებოდა იმას, რომ მძინარე ადამიანის უფრო უხეში და აგრესიული ქცევით გამოირჩევა ვიდრე მღვიძარე.

სექსომნიის დროს სექსუალური ქცევა არის გაუცნობიერებელი. ეს არ იძლევა იმის საშლებას, რომ მათ მიერ ჩადენილი საქციელი ჩაითვალოს დანაშაულად. არსებობს პრეცენდენტები, როცა სექსომნიის დიაგნოზის შედეგად პიროვნებას მოუხსნეს გაუპატიურების ბრალდება.

2011 წლის ივნისში კანადის უნივერსიტეტის სამუშაო ჯგუფმა წარადგინა სექსომნიის საკმაოდ ფართო გავრცელების დამამტკიცებელი მასალა. მათი დაკვირვებით, გაუცნობიერებელი სექსი ძილის დროს უფრო ხშრი მამაკაცებშია (11%), ვიდრე ქალებში (4%).

ფსიქიატრი კარლოს შენკი და ნევროლოგი მარკ მახოვალდი (მინესოტის რეგიონალური ძლის დარღვევის ცენტრიდან – Regional Sleep Disorders Center) თვლიან, რომ ადვილად ექვემდებარება ზოგადი მოქმედების ტრანკვილიზატორებით (მაგ, კლონაზეპამის) მკურნალობით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100