სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შაკირას და პიკეს ბიჭი შეეძინათ (ფოტო)

მომღერალ შაკირასა და ცნობილ ფეხბურთელ პიკეს პირველი შვილი შეეძინათ. 
ბიჭუნა მილან პიკე მებარაკი 22 იანვარს, ღამის 9:36-ზე, ბარსელონაში, ესპანეთში დაიბადა. გახარებულმა პიკემ თვითერის საშუალებით კეთილი სურვილებისთვის ველას დიდი მადლობა გადაუხადა.

შაკირა პაპარაცებმა საავადმყოფოში მიყვანისას დააფიქსირეს. მას პიკესთან ერთად 
ოჯახის წევრებიც ახლდა.  „მინდათ გთხოვოთ გვერდში დამიდგეთ და ილოცოთ ჩემთვის ასეთ მნიშვნელოვან დღეს“ - წერს შაკირა საკუთარ Twiter page-ზე

ერთ-ერთი ესპანური ჟურნალი იუწყება, რომ მომღერლის მოთხოვნით ექიმთა ჯგუფი მხოლოდ ქალებით იყო დაკომპლექტებული, ხოლო მათი ვინაობა კი კონფიდენციალურია. 

შაკირასა და პიკეს ურთიერთობა ოფიციალურად 2011 წლის მარტში დადასტურდა. წყვილი ჯერჯერობით შეუღლებაზე არ საუბრობს. 35 წლის შაკირას თქმით მისი ყველაზე დიდი მონაპოვარი ოჯახია, თუმცა სამომავლო გეგმად კარიერულ წინსვლას ასახელებს. სულ მალე მომღერალი The Voice-ის ჟიურის წევრად მოგვევლინება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100