დეტალები სტრიპტიზზე: ბოძებისა და მამაკაცის „ღირსების“ საშუალო დიამეტრები მსგავსია (ვიდეო)
თავად სიტყვა „სტრიპტიზი“ ორი ინგლისური სიტვის, („სტრიპ“ - გახდა და „ტიზ“ -აღგზნება) შედეგად არის წარმოქმნილი. სწორედ აღმგზნებ გახდასა და სიშიშვლეს გულისხმობს სტრიპტიზი. მისი მოვალეობაა ადამიანის სექსუალურ ფანტაზიებს გასაქანი მისცეს.
ბოძი, რომელსაც ღამის კლუბებში ცეკვისთვის იყენებენ, ცნობილია როგორც პილონი (Pylon). ეს ბერძნული სიტყვაა და ითარგმნება, როგორც ჭიშკარი. თუმცა ძველ ეგვიპტეში ეს სახელი რიტუალურ სვეტებს ერქვა, რომლებიც სალოცავის წინ იყო განლაგებული და ისინი ნაყოფიერების, დაცვისა და ძალისხმევის სიმბოლოები გახლდნენ. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, აღნიშნული ბოძების დიამეტრი შეესაბამება მამაკაცური ღირსების საშუალო დიამეტრს. ეს ანალოგია კი ამ ბოძების პირველმა შემქმნელებმა მოიფიქრეს.
სტრიპტიზის მოცეკვავის სინონიმად სიტყვა „ალმეა“ ითვლება. ეს სიტყვა არაბულიდან ითარგმნება, როგორც განათლებული ქალბატონი. ასე უწოდებდნენ ოზირისის კულტის წარმომადგენლებს, რომლებიც თავიანთი რიტუალების დროს სვამდნენ და ცეკვავდნენ სრულიად შიშვლები.
გერმანელმა სწავლულებმა კი დაამტკიცეს, რომ კარგი სტრიპტიზის მოყვარულები (ამ შემთხვევაში მაყურებლები იგულისხმებიან) დიდი ხნით იხანგრძლივებენ სიცოცხლეს. ეს დასკვნა 200 ზრდასრულ მამაკაცზე ხუთწლიანი დაკვირვების შედეგად გაკეთდა. ამ მამაკაცებს ყოველდღიურად ჰქონდათ საშუალება, ლამაზი გოგონების მოკლე საცეკვაო პროგრამას დაკვირვებოდნენ. შედეგად კი მამაკაცების სწორედ ამ ჯგუფს დაეტყო ჯანმრთელობის გაუმჯობესება. ჯერჯერობით გაურკვევლია ანალოგიური დადებითი შედეგი აქვს თუ არა ქალბატონებისთვის მამაკაცების სტრიპტიზს.
იცით თუ არა, რომ ყველაზე დიდი ანაზღაურება რომელიც ოდესმე სტრიპტიზის მოცეკვავეს მიღია, 12 მილიონი ამერიკული დოლარია? სწორედ ეს თანხა მიიღო მსახიობმა დემი მურმა ფილმში „სტრიპტიზი“, მოცეკვავის როლის შესრულებისთვის.
ყველაზე ცნობილი სტრიპ-კლუბი საფრანგეთში მდებარეობს – ეს „მულენ რუჟი“ გახლავთ. ყველაზე დიდი რაოდენობის კლუბები კი ჰოლანდიაშია, კერძოდ კი ამსტერდამში, მათი რაოდენობა დაახლოებით 180-ია. ამავდროულად ჰოლანდიაში არის სტრიპ-კლუბები, სადაც მსურველს შეუძლია იხილოს ზედმეტი წონის მქონე და ჯუჯა მოცეკვავეებიც. გარკვეულ ქვეყნებში, დადგენილია, რომ სტრიპტიზი ისეთივე ხელოვნებაა, როგორც ბალეტი და ოპერა.
ვიდეო: ფრაგმენტი ფილმიდან "სტრიპტიზის მოცეკვავე"
კომენტარი