სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ანჯელინა ჯოლიმ ბრედ პიტი მასსა და მათ ორ შვილზე ძალადობაში დაადანაშაულა

მსახიობმა ანჯელინა ჯოლიმ ყოფილი ქმარი, ბრედ პიტი ძალადობაში დაადანაშაულა. მან სასამართლოში საბუთები შეიტანა, რომელშიც აღწერილია, მასზე და მათ შვილებზე მსახიობის თავდასხმა კერძო თვითმფრინავში. დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ პიტი არაფხიზელ მდგომარეობაში იყო.

საჩივარი აღწერს 2016 წლის სექტემბერში მომხდარ ეპიზოდს. ჯოლი ამბობს, რომ ამ ამბავმა დაასრულა მათი ქორწინება.

„პიტმა ჯოლის თავში ხელი მოჰკიდა და შეაჯანჯღარა, შემდეგ კი მხრებზე ხელი მოჰკიდა და აბაზანის კედელს მიანარცხა. მას შემდეგ, რაც ერთი ბავშვი სიტყვიერად ჩაერია, პიტმა "საკუთარ შვილს შეუტია, ერთ შვილს ახრჩობდა, მეორეს სახეში გაარტყა", - ნათქვამია სარჩელში.

ბრედ პიტი ბრალდებებს უარყოფს. მსახიობთან დაახლოებულმა წყარომ BBC-ს განუცხადა, რომ ჯოლის განცხადებები მცდარი იყო.

ცნობისთვის, სარჩელი განიხილება მიმდინარე სასამართლო პროცესის ფარგლებში საქმეზე - Chateau Miraval-ის, სახლისა და ვენახის შესახებ სამხრეთ საფრანგეთში, რომელიც ყოფილმა წყვილმა ერთად შეიძინა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100