ბიზნეს დაჯილდოება 2022 დაიწყო
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერის პროექტი ბიზნეს დაჯილდოება წელს
უკვე მეშვიდედ იმართება. პროექტის
მიზანი მცირე და საშუალო
ბიზნესის წახალისება, მათ შესახებ ცნობადობის გარზრდა და
ბიზნეს სოციუმის ჩამოყალიბების ხელშეწყობაა. დაჯილდოებაში 7 წლის განმავლობაში 3000-მდე კომპანიამ
მიიღო მონაწილეობა.
წელს
ბიზნეს დაჯილდოება წარმოდგენილია შემდეგი ნომინაციებით:
·
საუკეთესო პროდუქტი
·
საუკეთესო ინოვაციური სტარტაპი
·
გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობა
·
გამორჩეული როლი რეგიონის განვითარებაში
ტრადიციულად წელსაც სიახლეა დაჯილდოების ნომინაციებს
შორის, არსებულ ნომინაციებს დაემატა ერთი ახალი :
·
გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილება
ასევე, წელს ბიზნესდაჯილდოების მონაწილეებს 2 სპეციალური ჯილდოს
მოგების შესაძლებლობა ექნებათ - გენდერული თანასწორობისთვის და მწვანე ინიციატივებისთვის.
ნაწილობრივ იცვლება გამარჯვებულების გამოვლენის წესიც.
წელს პირველად, გამარჯვებულების შეფასების პროცესში მომხმარებლებიც ჩაერთვებიან, კერძოდ,
ისინი 2 ნომინაციაში - საუკეთესო პროდუქტი და გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილება, საუკეთესო ბიზნესების გამოვლენაში მიიღებენ
მონაწილეობას.
პროექტის პარტნიორები წელსაც არიან VISA (მთავარი
სპონსორი), ფონდი EFSE
და „აწარმოე საქართველოში“. UN Women-მა წელს
პირველად დააწესა სპეციალური ჯილდო, გენდერული
თანასწორობისთვის, ხოლო
GCPF-მა (Global climate partnership fund) - მწვანე ინიციატივებისთვის. კიდევ ერთი პარტნიორი, რომელიც
უზრუნველყოფს მონაწილე ბიზნესების მომხმარებლების კვლევას,
არის კვლევით ი კომპანია ANOVA.
გამარჯვებულების
გამოვლენაზე ჟიური იმუშავებს, დაჯილდოების ფინალური ღონისძიება დეკემბერში გაიმართება.
დაინტერესებულ პირებს
უკვე შეუძლიათ განაცხადის შევსება შემდეგ ლინკზე: https://www.businessaward.ge/
კომენტარი