სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ხმაური ქუთაისში - აქციის მონაწილეებს, რომლების გახარიას გადადგომას ითხოვდნენ, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს

ხმაური ქუთაისში - აქციის მონაწილეებს, რომლების გახარიას გადადგომას ითხოვდნენ, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
"გახარია, წადი!" - ამ მოთხოვნით ქუთაისში აქცია გაიმართა. "ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ფრთის წევრებმა შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის მოთხოვნით შუქნიშანთან პერფორმანსი მოაწყვეს. მათ 20 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენები დაგმეს და მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება მოითხოვეს.

"20 ივნისს განვითარებული მოვლენების მიუხედავად, გიორგი გახარია თანამდებობაზე რჩება. მოვითხოვთ, შესრულდეს მოთხოვნა და წასვლასთან ერთად დადგეს გიორგი გახარიას პასუხისმგებლობის საკითხი. მას არ უნდა შერჩეს გავრილოვის ღამის მოწყობა," - აცხადებენ აქციის მონაწილეები.
აქციაზე შეკრებილებსა და რამდენიმე მოქალაქეს შორის დაპირისპირება მოხდა. რამდენიმე მამაკაცმა, გახარიას გადადგომის მოთხოვნის გამო, აქციის მონაწილეებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ინციდენტში პოლიციის ჩართვა გახდა საჭირო.

გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით ქუთაისში აქცია ორ ლოკაციაზე გაიმართა. ახალგაზრდები ასევე ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატების გადადგომას ითხოვენ. გენადი მარგველაშვილს გავრილოვთან ფოტოების გადაღების გამო აკრიტიკებენ, მხეიძეს კი მარგველაშვილის მხარდაჭერის გამო უპირისპირდებიან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100