სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"მშვიდად ეძებდა თავის გეითს" - ნანუკა ჟორჟოლიანი ლუტონის აეროპორტში ედრიენ ბროუდის შეხვდა

ნანუკა ჟორჟოლიანს ლონდონში გადასაფრენად ლუტონის აეროპორტში 14 საათი მოუწია ლოდინი. აეროპორტში ყოფნისას ტელეწამყვანმა ოსკაროსანი მსახიობი, ედრიენ ბროუდი დაინახა და ვიდეოც გადაუღო. აი რას წერს ჟორჟოლიანი:


"მე ვარ მგზავრი, რომელიც ვიზეარმა ლუტონის აეროპორტში ჩატოვა, მაგრამ წუწუნს არ ვაპირებ. ეს 14 საათი აღმოჩნდა საკმარისი, გამეცნო უკარგესი სტუდენტები, რომლებიც ინგლისში სწავლობენ. მგზავრი ვანკუვერიდან, რომლის საბარგულში მოთავსებულმა ვისკმაც მგზავრების ნაწილს, ღამე გადაატანინა. მოსწავლეები, რომლებიც მანამდე ინგლისში სწავლობდნენ გაცვლითი პროგრამით და ვიზის ვარგისიანობის გამო, გადაწყვიტეს რამდენიმე დღით დაბრუნებულიყვნენ სამეფო ქვეყანაში. მოკლედ, კარგი ხალხის შემატება ღირს დაღლის ფასადაც კი.

თან, მიუხედავად რთული ღამისა:) 180 ლარიანი ბილეთი მაინც გემრიელი ყოფილა. თან, პირდაპირი რეისი ქალაქამდე, რომელშიც სწავლას ოდესღაც ჰარვარდის დიპლომის ფასი ჰქონდა. მერე რა რომ ავიაკომპანიას წარმომადგენელი არ ჰყავს და პასუხს არავინ გცემს, მაინც კარგია ხელმისაწვდომი ევროპა.

და თან ვერ ვიწუწუნებ იმიტომ რომ ძირს დაყრილები, კიდევ ერთხელ რომ ვამოწმებდით რეისის ბედს, ჰოი საოცრებავ. ოსკაროსანი მსახიობი, მშვიდად ეძებდა თავის გეითს. აი, ამ იაფიან აეროპორტში. სადაც ქალის და კაცის საპირფარეშო ერთი ხდება კრიზის დროს:)

P.s. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ვიზეარს ჯარიმის გადახდა მაინც მოუწევს:) იმედია დღეს გამოგვაფრენს ეს ბანძი კომპანია".

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100