ნიუ-იორკის მერმა იძულებითი ევაკუაციის დაწყების გადაწყვეტილება მიიღო
როგორც "apsny.ge” უცხოურ მედიასაშუალებებზე დაყრდნობით იტყობინება, ცოტა ხნის წინ ნიუ-იორკის მერმა მაიკლ ბლუმბერგმა განაცხადა, რომ ქალაქის დაბლობზე და სანაპირო ზოლში მოსახლეობის სავალდებულო ევაკუაცია დაიწყება. სწორედ ნიუ-იორკის ეს ნაწილია მიჩნეული “ა” ზონად”, ქარიშხალ “აირინის” მოახლოებასთან დაკავშირებით.
მერის თქმით, ევაკუაცია მაშინვე დაიწყება, როგორც კი სპეციალური თავშესაფრების აგება დასრულდება. უკვე შედგენილია ევაკუაციის რუკა და დადგენილია მისი დაწყების დროც: იგი შაბთს, ადგილობრივი დროით 16.00სთ-ზე (თბილისის დროით კვირას, შუაღამისას) დაიწყება, ქარიშხლის შემოტევის დაწყებას კი შაბათს საღამოს ან კვირას, დილით ვარაუდობენ.
“აქამდე მოსახლეობის სავალდებულო, იძულებითი ევაკუაციისთვის არასდროს მიგვიმართავს და არც ახლა გავაკეთებდით ამას, დარწმუნებული რომ არ ვიყოთ საშიშროების რეალურობაში”, - თქვა მერმა. მისი თქმით, ევაკუაცია დაახლოებით 250 ათას ადამიანს სეეხება, ხოლო შაბათს, შუადღიდან (თბილისის დროით 20.00) მუშაობას სეწყვეტს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ამასთან, თუკი ქარიშხლის დროს ქარის სიჩქარე 100 კმ/სთ-ს გადააჭარბებს, ქალაქში გადაიკეტება თითქმის ყველა ხიდი.
ამ დროისთვის ნიუ-იორკში დარია, მაგრამ ამის მიუხედავად, ადგილობრივები ევაკუაციისთვის მაქსიმალურად ემზადებიან და სასმელ წყალს, თბილ ტანსაცმელს, კვების მყარ პროდუქტებსა და ელემენტებს (რადიოსა და ფანარისთვის) იმარაგებენ. მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში უკვე გაჩნდა ცნობები ამ პროდუქტებისა და ნივთების დეფიციტის შესახებ.
კომენტარი