საზოგადოებრივი აქცია „იპოვე შენი თავი, იპოვე შენი უბანი“
„იპოვე შენი თავი - იპოვე შენი უბანი“ - საზოგადოებრივი აქციის ფარგლებში დღეს ცესკოს და სწავლების ცეტნრის თანამშრომელბი რუსთაველის გამზირზე მოქალაქეებს სწრაფი გადახდის აპარატის მეშვეობით სთავაზობდნენ ამომრჩეველთა ერთიან სიაში საკუთარი მონაცემების გადამოწმებას.
ცესკოს მიერ შეთავაზებული ინოვაციური სერვისების საშუალებით, ამომრჩევლებს საკუთარი და ოჯახის წევრების მონაცემების გადამოწმება შეუძლიათ ცესკოს ვებგვერდის (voters.cec.gov.ge), მობილური ტელეფონის, პლანშეტისა და მთელი ქვეყნის მასშტაბით განთავსებული 9 500 სწრაფი გადახდის აპარატის საშუალებით. ამომრჩეველთა სიაში მონაცემების გადამოწმებისას, მომხმარებელი ნახულობს თუ რა მისამართზეა განთავსებული მისი საარჩევნო უბანი.
22 აგვისტოდან დღეის ჩათვლით ზემოაღნიშნული ერვისებით უკვე 265 472-მამოქალაქემ ისარგებლა.
ინფორმირების კამპანიას უკვე შემოუერთდნენ საოლქო საარჩევნო კომისიების წევრები, რომლებიც ამომრჩევლებთან შეხვედრებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ეტაპობრივად მართავენ. სოფლებსა და მუნიციპალიტეტების საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, 73-ვე საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები დაეხმარებიან ამომრჩევლებს გადაამოწმონ საკუთარი მონაცემები სიაში და ასევე, მიაწვდიან ინფორმაციას 2017 წლის არჩევნებისა და მათი საარჩევნო უფლებების შესახებ.
საარჩევნო ადმინისტრაცია მოქალაქეებს შეახსენებს, რომ ამომრჩეველთა სიაში ცვლილებების შეტანის მოთხოვნის ბოლოვადა 3 ოქტომბერია.
კომენტარი