სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აფხაზეთის ომის დროს ჯაბა იოსელიანი ადგილობრივ გლეხებს „ეკაიფებოდა“ (ვიდეო)

აფხაზეთის ომზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის ეს ნაწილი შემთხვევით არ შეგვირჩევია. მასში „მხედრიონის“ ლიდერს, ჯაბა იოსელიანს და ბატალიონ „თბილისელის“ ლიდერს, ოთარ ლითანიშვილს შეხვდებით. და თუ ოთარ ლითანიშვილის მიმართ, შესაძლოა, მაყურებელი სიმპათიითაც კი განეწყოს, ამას ნამდვილად არ უნდა ველოდეთ ჯაბა იოსელიანთან მიმართებაში. რა თქმა უნდა, აფხაზეთის ომში იყო ეპიზოდები, როცა ჯაბა იოსელიანი მხედრიონელებთან ერთად იბრძოდა კიდეც, მაგრამ, როგორც ჩანს, უმრავლეს შემთხვევაში, მისთვის დამახასიათებელი სარკასტულობით სწორედ ისე ერთობოდა, როგორც ამ ვიდეოშია აღწერილი.

კადრები ოჩამჩირის რაიონის სოფელ ცაგერაშია გადაღებული. ეს პატარა სოფელი ძველი არ არის - იგი რაჭა-ლეჩხუმში ომის დაწყებამდე რამდენიმე წლის წინ მომხდარი სტიქიური უბედურების დროს „დაიბადა“, როცა მეწყრისა და მიწისძვრის შედეგად დაზარალებულები - ისინი, ვისი საცხოვრებელი სახლებიც სტიქიურმა უბედურებამ შეიწირა, სწორედ აქ დაასახლეს. ვიდეოში შეამჩნევთ, რომ ადგილობრივ გლეხებს შორის ისეთები სჭარბობენ, რომლებიც სვანურ ქუდს ატარებენ. ეს არც არის გასაკვირი - სოფლის სახელიც ცაგერიდან გამომდინარე შეარჩიეს და იქ თითქმის მთლიანად რაჭა-ლეჩხუმში დაბადებული სვანები ცხოვრობდნენ.

ადგილობრივ ხნიერ გლეხს, ვისი შვილიც, შესაძლოა, იმ დროს აფხაზეთის რომელიმე რაიონში იბძვის და რომელიც გულწრფელად ითხოვს, ტექნიკა მოგვეცით და წინ გაგვიძეხითო ჯაბა იოსელიანი, თანამედროვე სლენგი რომ ვიხმაროთ, - „ეკაიფება“, ბოლოს კი ეუბნება: „წამო, ჰა! - გაგიძღვები“ და „მიუძღვება“, თანაც, გზადაგზა მის შეფარულ დაცინვა-დამოძღვრას აგრძელებს.

ჩვენთვის უცნობია, ვინ იყო ის გლეხი, ვინც ჯაბა იოსელიან ასეთი გამბედავი ფრაზებით ესაუბრებოდა: „ან გაგვიძეხით და ან არადა, გაგვასახლეთ აქედან“; „რა ტანკები გვყავს ჩვენ... აგე, იქ ვნახე, გზაზე, ცეცხლი წაეკიდა და ეგაა ტანკი?“.

როცა გლეხი ტანკს ითხოვს, ჯაბა იოსელიანი „უკვდავ“ ფრაზას ამბობს: „არ უნდა მაგას ტანკი! მაგას უნდა იარაღი - ესროლე-გესროლა! ვსიო!..“

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100