„ფონდი ნატახტარის“ უნიკლაურობა და მოქნილობა აღიარებულია
“ფონდი ნატახტარისა~ და `ასოციაცია ჩვენი სახლი საქართველო~ პროექტის, `იზრუნე მომავალზე~ ფარგლებში, კონფერენცია გაიმართა აქტუალურ თემაზე, _ `სოციალური პასუხისმგებლობა ბავშვზე ზრუნვის სფეროს განვითარებისთვის.
კონფერენციის მიზანი, მზრუნველობამოკლებული ბავშვებისა და ახალგაზრდების საზოგადოებაში ინტეგრაცია და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადების ხელშეწყობა იყო. `რედისონში~ გამართულ კონფერენციაში ბავშვზე ზრუნვის სფეროში მომუშავე საჯარო უწყებების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე, მსხვილი ბიზნესკომპანიებისა და მედიის წარმოდგენლები მონაწილეობდნენ.
კონკრეტულ თემებზე ისაუბრეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ, რომლებმაც აღნიშნულ თემაზე საკუთარი მოსაზრებები წარმოადგინეს.
კონფერენცია სამი ძირითადი კომპონენტისგან შედგებოდა: _ პირველ ნაწილში `ფონდი ნატახტარისა~ და `ასოციაცია ჩვენი სახლის საქართველოს~ წარმომადგენლებმა, ამ სფეროში არსებული ვითარება მიმოიხილეს. ასევე ისაუბრეს, პრობლემებსა და გამოწვევებზე.
კონფერენციის მეორე კომპონენტი, სხვადასხვა უწყებისა და ორგანიზაციების მოხსენებას დაეთმო მზრუნველობამოკლებული ბავშვებისა და ახალგაზრდებისა პრობლემების დაძლევის პროექტებსა და ინიციატიცებთან დაკავშირებით. კონფერენცის მთავარი მიზანი, სხვადასხვა სექტორს შორის ინფორმაციის გაცვლა წარმოადგენდა, ხოლო დასკვნითი ნაწილი კი, მედიაგაშუქების საკითხებს მიეძღვნა, რასაც აღნიშნულ თემაზე საინტერესო დისკუსია მოჰყვა.
კონფერენციის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრების გამართვა ამ სფეროში არსებული პრობლემების შესწავლისა და მოგვარებისთვის აუცილებელი წინაპირობაა.
თორნიკე ნიკოლაიშვილი, კომპანია ნატახტარის მარკეტინგის დირექტორი: კონფერენცია ჩატარდა `ფონდი ნატახტარის~ ინიციატივით და ძალიან კმაყოფილი ვარ. წარმოდგენილნი იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც მზრუნველობამოკლებულ ბავშვების თემაზე მუშაობენ. კონფერენციის მთავარი მიზანი, ჩვენი ძალისხმევისა და ხედვების გაერთიანებაა. ასევე, გადავწყვიტეთ, გამოცდილება ერთმანეთისთვის გაგვეზიარებინა, რათა ამ ასფეროში არსებულ პრობლემას ერთად გავუმკლავდეთ, რათა მომავალში სამოქმედო გეგმა უკეთ განვსაზღვროთ. შეხვედრის შემდეგ, ჩამოყალიბდება, უფრო ვიწრო, მიზნობრივი ჯგუფი, რომელიც კონკრეტულ პროექტებზე იმუშავებს. მოზარდების მომავალზე ზრუნვა, ვფიქრობ, რომ ბიზნესსექტორისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი თემაა და ამით ნებისმიერი კომპანია უნდა იყოს დაინტერესებული.
მანანა ომარაშვილი, ფსიქოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი, _ `ასოციაცია ჩვენი სახლი საქართველო: კონფერენცია მიეძღვნა სოციალური პასუხისმგებლობის თემას, ბავშვთა ზრუნვის სფეროში. ამიტომ, მოვიწვიეთ არასამთავრობო ორგანიზაციები, სამი სახელმწიფო უწყება, _ ჯანდაცვის, განათლებისა და მეცნიერების და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლები. ანუ ის უწყებები, რომლებიც უშუალოდ, ბავშვთა ზრუნვის სფეროში და მოზარდის მიერ, დამოუკედებელი ცხოვრების პრობლემებთან დაკავშირებით მუშაობს. ასევე, ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც რეფორმაში მონაწილეობენ. მწედია და ბიზნესსექტორში... ბავშვთა ზრუნვის სფეროში, ყველა თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს, რათა ერთად შევძლოთ ბავშვებისთვის კეთილდღეობაზე ზრუნვა. ჩვენი, უშუალოდ, `ასოციაცია ჩვენი სახლისა~ და `ფონდი ნატახტარის~ მონაწილეობა განისაზღვრება იმით, რომ ფონდის საქმიანობით გვინდა სხვებს მაგალითი ვაჩვენოთ. ამ ორი წლის განმავლობაში, საკმადო კარგი შედეგები გვქონდა, _ მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებში მცხოვრებ მზრუნველობამკლებულ მოზარდებთან ვმუშაობთ და მათ ფსიქოლოგიურ სამსახურს ვუწევთ, პროფესიის მიღებაში ვეხმარებით. მაშინ, როდესაც ისინი 18 წლის გახდებიან და ბავშვთა სახლის დატოვება მოუწევთ, დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის ვამზადებთ. მათ უნდა ჰქონდეთ სპეციალობა, პროფესია, სამსახური, თუ სახლი არ აქვს, დაქირავებაში ვეხმარებით...
ნინო სუბელიანი, `ჰაიდელბერგცემენტის~ კომუნიკაციების მენეჯერი: მომავალზე ზრუნვა, ვფიქრობ, რომ ბიზნესსექტორისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი თემაა და ამით ნებისმიერი კომპანია უნდა იყოს დაინტერესებული. სოციალური პროექტების განხორციელების საჭიროება, ამ ქვეყანაში საკმაოდ მწვავედ დგას. მზრუნველობამოკლებული ბავშვების დახმარების პროექტები, `ჰაიდელბერგცემენტისთვის~ საკმაოდ საინტერესოა და `ფონდი~ ნატახტარის~ კონფერენციაში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია. შესაძლებელია, ერთობლივი პროექტების განხორციელებაც, რაც სასარგებლო იქნება მომავალი თაობისთვის.
კომენტარი