სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მშრალი კანის მოვლა სახლის პირობებში

მშრალი კანი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა ადამიანებისთვის მსოფლიოს გარშემო
და ის ზამთრის სეზონის განმავლობაში უარესდება. კრემებსა და ლოსიონებს შეუძლია მშრალ კანთან
გამკლავებაში დაგეხმარონ, თუმცა ზოგიერთი მათგანი ძალიან ძვირია და არაეფექტურობისგან არავინ
არის დაზღვეული. სწორედ ამიტომ, გთავაზობთ ნატურალურ მეთოდებს, რომლებიც მშრალ კანთან
ბრძოლაში დაგეხმარებათ და თანაც ფულის დაზოგვასაც მოახერხებთ.

1. დალიეთ ბევრი წყალი
ბევრი წყლის დალევა თქვენს სხეულს გამოაცოცხლებს. დღეში მინიმუმ 12 ჭიქა წყლის
დალევა კანს დაატენიანებს და მას გამოშრობის საშუალებას არ მისცემს. ეს არის ყველაზე
მარტივი, იაფი და ეფექტური საშუალება მშრალ კანთან საბრძოლველად სახლის პირობებში.

2. არ გამოიყენოთ საპონი
ზოგი ფიქრობს, რომ საპნით სახის კანის დაბანა კარგია მის მოსავლელად, რაც მცდარია.
საპნის შემადგენელი ქიმიკალები კანს სიმშრალისკენ უბიძგებს, რადგან აცილებს მას
ზედა ფენას (ეპიდერმისს), ამიტომ არ დაიბანოთ კანი საპნით.

3. მიიღეთ მეტი ხილი
შეიტანეთ მეტი რაოდენობით ხილი თქვენს დღიურ კვებაში. ისეთი ხილი, როგორებიცაა
ყურძენი, საზამთრო და მსხალი შეიცავს დიდი რაოდენობით წყალს, რაც თქვენს კანს
გამოშრობის საშუალებას არ აძლევს.

4. იძინეთ სწორად
თქვენს კანსა და სხეულს დღეში მინიმუმ 8 საათი ესაჭიროება ძილი, რათა ჯანმრთელად
გამოიყურებოდეთ. ძილის ნაკლებობა კანს უქმნის პრობლემას, ამიტომ როდესაც გიწევთ
დილის 8 საათზე ადგომა, ეცადეთ, რომ ღამის 12 საათზე გვიან არ დაიძინოთ.

5. ცხელი წყლით სახის დაბანა არაა სასურველი
ცხელი წყლით სახის კანის დაბანა შეცვალეთ ცივი ან ნელ-თბილი წყლით. ცხელი წყალი
კანს ისე აზიანებს, როგორც საპონი, ამიტომ მოერიდეთ მას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100