სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საშინელი ავარია პენზაში: მანქანა ქვეითად მოძრავ შვიდ ადამიანს შეასკდა (ვიდეო)

რუსეთის ერთ-ერთ ავტომაგისტრალზე შვიდი ქვეითად მოსიარულე დაშავდა. პოლიციელებმა კამერით გადაღებული ვიდეომასალა შეისწავლეს.

„ჩანაწერებში კარგად ჩანს МАЗ-ის მარკის ავტომობილი, რომლის მძღოლმაც შემთხვევით გვერდი გაჰკრა BMW-ს მარკის ავტომობილს, BMW-ს მძღოლმა კი კონტროლი დაკარგა და შემხვედრ ზოლზე გადავიდა“, - აცხადებენ საგზაო პოლიციაში.

BMW-ს მძღოლი, ქსენია მარცხენა ზოლში, МАЗ კი მარჯვენა ზოლში მოძრაობდა. BMW-ს მარკის ავტომობილი სატვირთო ავტომობილის საბურავების ქვეშ მოექცა, თავის განთავისუფლების შემდეგ კი შემხვედრ ზოლზე გადავიდა.

ამ დროისათვის რამდენიმე ქვეითად მოსიარულე გზის გადაჭრას ცდილობდა, უეცრად კი დიდი სიჩქარით მოძრავი ВМW მათ დაეჯახა.

„ავარიის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა: ექვსი მამაკაცი და ერთი ქალბატონი. ერთ-ერთი დაზარალებული მოგვიანებით გარდაიცვალა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100