"როცა დავბრუნდი, ზურა ცივად შემხვდა... მითხრა, რომ ქეთა უყვარდა" - რას ყვება ხათუნა ჟორდანია ზურა ხაჩიძისა და ქეთა თოფურიას სასიყვარულო ისტორიაზე?
"რუსთავი 2" -ს გადაცემა "ფარულ კონვერტში“, ია ფარულავას ამჯერად ხათუნა ჟორდანია ჰყავდა სტუმრად. მძიმე სენის დამარცხების შემდეგ, ხათუნა ხშირად სტუმრობს სხვადასხვა სატელევიზიო გადაცემებს და განვლილ ორ წელიწადზე საუბრობს, როდესაც მკურნალობის საკმაოდ რთული გზა გაიარა. ამჯერად ჟორდანიამ ტრადიცია დაარღვია და ცხოვრებაში პირველად ზურა ხაჩიძისა და ქეთა თოფურიას გახმაურებულ რომანზე ისაუბრა და ყველა იმ კითხვას გასცა პასუხი, რაც აქამდე მხოლოდ ჭორად გაეგო საზოგადოებას.
ხათუნა ჟორდანია:
"როდესაც ზურასთან დავიწყე სიარული, რატომღაც ამ ურთიერთობას ცოტა არასერიოზულად ვუყურებდი. გვიყვარდა ერთმანეთი, ვხვდებოდით, მაგრამ ის რომ ჩვენ შორის ასაკობრივი ზღვარი იყო, ეს ძალიან მოქმედებდა... ეს შეიძლება დღეს დიდად არაფერს ნიშნავს, მაგრამ მაშინ ნიშნავდა...
ვფიქრობდი, გვეყვარება ერთმანეთი სანამ გვეყვარება და მერე დავიშლებით-მეთქი. შვეიცარიაში წავედი სამი თვით და იქიდან რომ დავბრუნდი ზურა რაღაცნაირად ცივად შემხვდა, გული გაციებული ჰქონდა. დამიჯდა და მითხრა, რომ ბევრი იფიქრა ჩემს არყოფნაში, რომ ეს ურთიერთობა სერიოზული არ არის და მითხრა, რომ ქეთა თოფურია უყვარდა. ქეთა ამ დროს საქართველოში ცხოვრობდა.
კომენტარი