სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სროლა მცხეთის რესტორანში - ცდილობს თუ არა პროკურატურა ბიზნესმენისთვის ბრალის შემსუბუქებას?!

მცხეთის რაიონულ სასამართლოში ბიზნესმენ კოტე ნატროშვილის საქმის განხილვა გადაიდო. მიზეზი განსასჯელის სკამზე მყოფი პირის კოვიდ ვირუსით დაინფიცირებაა.

ბიზნესმენი ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შენახვა-გამოყენებაშია ბრალდებული. საქმე ეხება რესტორან ,,მარანი ჰოლში" მომხდარ ინციდენტს.

,,ტვ პირველის" ინფორმაციით, ბრალდების მხარემ იარაღის წარმომავლობასთან დაკავშირებული ეპიზოდი ჩაასწორა. თუ ადრე პროკურატურა აცხადებდა, რომ ბიზნესმენმა ავტომატური იარაღი უშუალოდ რესტორნის ტერიტორიაზე შეიძინა, დღეს პროცესზე ბრალდების მხარემ განაცხადა, რომ იარაღი ნატროშვილმა რესტორანში მყოფ მის კანონიერ მფლობელს გამოართვა და ჰაერში რამდენჯერმა გაისროლა.

კონსტანტინე ნატროშვილმა უშუალოდ რესტორნის ტერიტორიაზე თავისივე დაცვის თანამშრომელს, რომელსაც იარაღი ჰქონდა კანონიერი გზით თავისივე სახელზე რეგისტრირებული, გამოართვა ეს იარაღი, განახორციელლა რამდენჯერმე გასროლა ჰაერში და შემდეგ ეს იარაღი უკან დაუბრუნა.

რაც შეეხება წარდგენილ ბრალდებას, ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, ეს არ ნიშნავს, რომ ამ ადამიანმა იარაღი იყიდა, ან რაიმე სხვა ხერხით მოიპოვა, შეძენა ნიშნავდა, რომ ამ ადამიანმა გამოართვა დაცვის თანამშრომელს იარაღი.

ამ ეტაპზე მისი ქმედება შეფასდა, როგორც იარაღის უკანონო ტარება და ამ მუხლით აქვს წარდგენილი ბრალდება. - განაცხადა პროკურორმა.

მომდევნო პროცესი 5 აგვისტოსაა ჩანიშნული.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100