სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რობერტ გეიტსი: აშშ-მ ლიბიის სამხედრო ოპერაციაზე უკვე 750 მილიონი დოლარი დახარჯა

აშშ-მ ლიბიაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციაზე უკვე 750 მილიონი აშშ დოლარი დახარჯა. ეს განცხადება აშშ-ის თავდაცვის მინისრმა რობერტ გეიტსმა გააკეთა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო "როიტერი" ავრცელებს.

"ამ დროისათვის დანახარჯებმა საერთო ჯამში 750 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ჩვენ ვიშოვით ფულს. რაც შეეხება საზღვარგარეთ მიმდინარე სამხედრო ოპერაციებს, ვფიქრობ, ბიუჯეტის პრობლემები და დეფიციტი მათ დაფინანსებაზე არ აისახება", _ განაცხადა გეიტსმა.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე ხნის წინ აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების ხელმძღვანელმა მაიკლ დონლიმ განაცხადა, რომ აშშ-ს ლიბიაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის თითო დღე 4 მილიონი აშშ დოლარი უჯდება.

მიმდინარე წლის 19 მარტს ლიბიაში დაწყებულ კოალიციური ძალების ოპერაციაში მონაწილეობენ დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, აშშ, კანადა, ბელგია, იტალია, დანია და ნორვეგია. მარტის ბოლოს ოპერაციის სარდლობა ნატოს გადაეცა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100