"ფუკუშიმა-1"-ის რაიონში, ზღვაში რადიაციის ახალი გაჟონვა მოხდა
ავარიული ატომური სადგურის "ფუკუშიმა-1"-ის რაიონში, ზღვაში რადიაციის ახალი გაჟონვა მოხდა. ამის შესახებ ადგილიობრივი მედია იუწყება .
ატომური ელექტროსადგურის "ფუკიშიმა-1"-ის ოპერატომა კომპანია "ტეპკოს" ინჟინრებმა დაადგინეს, რომ გაჟონვა მესამე რეაქტორთან ახლოს მდებარე მილიდან მოხდა, რის შემდეგაც წყალი ზღვაში ჩაედინებოდა.
წყალში რადიაქტიური ნივთიერება ცეზიუმ 134, დაშვებულ ნორმას 629 ათასჯერ აღემატება. "ტეპკომ" აღიარა, რომ არ აქვს ინფორმაცია, როდის მოხდა რადიაქტიური წყლის გაჟონვა. თუმცა, პირობა დადო, რომ გამოძიებას დაიწყებს.
ამასთან, იმავე დღეს ოპერატორმა კომპანიამ წყალქვეშა კამერით გადაღებული ვიდეომასალა გამოაქვეყნა, რომელიც აუზშია გადაღებული სადაც ბირთვული საწვავის გამოყოფა ხდება.
კომენტარი