სანამ "აზოვსტალში" უკრაინელების წინააღმდეგობა გრძელდება, რუსეთის დანაკარგები გაიზრდება - ბრიტანეთი
დიდი ბრიტანეთის დაზვერვა ადასტურებს, რომ რუსეთი მეორე დღეა აგრძელებს სახმელეთო თავდასხმებს "აზოვსტალის" ქარხანაზე, მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვი ამას უარყოფს.
უწყების ცნობით, "აზოვსტალის" დაპყრობისა და მარიუპოლის აღებისთვის, რუსეთის განახლებული მცდელობა, სავარაუდოდ, დაკავშირებულია 9 მაისს გამარჯვების დღის აღნიშვნასთან და პუტინის სურვილთან, მიაღწიოს "სიმბოლურ წარმატებას უკრაინაში".
"ამ ძალისხმევას რუსეთის პერსონალის, აღჭურვილობისა და საბძოლო მასალის დანაკარგის ხარჯზე მოხდა. სანამ უკრაინელების წინააღმდეგობა გრძელდება აზოვსტალში, რუსეთის დანაკარგები გაიზრდება, და მათი ოპერატიული გეგმები სამხრეთ დონბასში ჩაიშლება", - წერია ანგარიშში.
Latest Defence Intelligence update on the situation in Ukraine - 06 May 2022
Find out more about the UK government's response: https://t.co/6jHlpk2hy5
#StandWithUkraine pic.twitter.com/7ViaoqSnAV
კომენტარი