სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ტრეფიკინგთან ბრძოლა გრძელდება

გუშინ, ქართველმა სამართალდამცველებმა თაღლითური გზით მცირეწლოვანი ბავშვების საბერძნეთში გაშვილებაში ეჭვმიტანილი ორი პირი დააკავეს.
სდფგდოპგიოპდფგოპდ
პოლიციის სამმართველოს თანამშრომლების ინფორმაციით, ლალი ფეიქრიშვილსა და მის თანამზრახველ ნუგზარ კელეპტრიშვილს, "წინასწარ მომზადებული სქემის მიხედვით, საქართველოში საბერძნეთის მოქალაქეები ჩამოჰყავდათ, რომლებთანაც საქართველოს მოქალაქეებს ფიქტიურ ქორწინებას უფორმებდნენ, შემდეგ ორგანიზებას უკეთებდნენ ახლადშექმნილი ოჯახისთვის ბავშვის შვილად აყვანას და ამ გზით ბავშვების საბერძნეთში გადაყვანას ახერხებდნენ, სადაც მათი ხელმეორედ გაშვილება ხდებოდა".
სდფგდოპგიოპდფგოპდ
დაკავებულები ბრალს აღიარებენ. მათ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილით - თაღლითობის ბრალდებით გაასამართლებენ. თუმცა, შესაძლოა, ბრალი დაუმძიმდეთ და დანაშაულს ბავშვთა ტრეფიკინგიც დაემატოს.
სდფგდოპგიოპდფგოპდ
ბავშვთა ტრეფიკინგის ერთ-ერთი მთავარი მოტივი ორგანოებით ვაჭრობაა, სწორედ ამიტომ წარმოადგენს ის საზოგადოებისთვის ყველაზე მძიმე და ტრეფიკინგის სხვა სახეობებთან შედარებით მტკივნეულ პრობლემას.
სდფგდოპგიოპდფგოპდ
ტრეფიკინგის დროს ბავშვები ისევე არიან შეუწყალებელნი, როგორც ქალები და კაცები. 2003 წელს 1,2 მილიონი ბავშვი გახდა ტრეფიკინგის მსხვერპლი.
სდფგდოპგიოპდფგოპდ
1996-2000 წლებში 336 მსხვერპლი იყო საქართველოდან. აღვნიშნავთ, რომ ქართველების გასვლა ყველაზე მეტი რაოდენობით საბერძნეთში ხდება.
სდფგდოპგიოპდფგოპდ
ჩვენდა სამწუხაროდ, სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობა და გეოგრაფიული ადგილმდებარეობა ხშირად ხდის საქართველოს ტრეფიკინგის წყაროს. საქართველო წარმოადგენს ტრანზიტულ ქვეყანას, შესაბამისად ტრეფიკინგის მსხვეპლნი გადაჰყავთ რუსეთში, თურქეთში, საფრანგეთში, ესპანეთში, საბერძნეთში, ამერიკასა და სხვა ქვეყნებში.
სდფგდოპგიოპდფგოპდ
რამდენიმე წლის წინ არსებობდა რამდენიმე ცნობილი ტრანზიტული მარშრუტი, მაგალითად, ბულგარეთი იყო ტრანზიტული ქვეყანა, სადაც ხდებოდა ქალების და გოგონების გადაყვანა საქართველოდან. ყოველწლიურად რუსეთიდან, უკრაინიდან და ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან ასობით მსხვერპლი გადიოდა საქართველოს გავლით. ქართველებისთვის სიახლოვისა და იაფი მარშუტის გამო, შესაფერისი ქვეყანა იყო თურქეთი.
სდფგდოპგიოპდფგოპდ
არაოფიციალური მონაცემებით, ყოველწლიურად თურქეთში სარფიდან 800 - 1000 ადამიანი გადაჰყავდათ. სარფის სასაზღვრო პატრული კი აცხადებს, რომ ახალგაზრდა გოგონების 50%, ვინც გადაკვეთდა საზღვარს, ტრეფიკინგის მსხვერპლი ხდებოდა. საზღვრის გადამკვეთთა რიცხვი ზაფხულის განმავლობაში იზრდება დაახლოებით 1100 – 1200-მდე. ასევე 600 - 800 ადამიანი ჩამოდის საზღვარზე, რათა გაიახლონ ვიზები და დაბრუნდნენ თურქეთში. ამ ხალხთა უმრავლესობა მდედრობითი სქესის ახალგაზრდაა.
სდფგდოპგიოპდფგოპდ
2001 წელს, როცა სახელმწიფო ასე თუ ისე დაინტერესდა ამ საკითხის კვლევით, აღმოაჩინა, რომ 39 000 ვიზა გაიცა თურქეთის საელჩოში და საკონსულოში, აქედან 31 200 ვიზა ქალებისთვის იყო გაცემული. ასეთი მაღალი პროცენტი ქალებში ვიზის მოთხოვნის თაობაზე, რა თქმა უნდა, გარკვეულ ეჭვს ბადებს.
სდფგდოპგიოპდფგოპდ
რაც შეეხება გამოძიებას იმ ქალების შესახებ, ვინც გადაყვანილ იქნა საქართველოდან თურქეთში, 18 საქმეა გამოძიებული. აღსანიშნავია, რომ მსხვერპლთა რაოდენობის 50%-ს მოზარდები წარმოადგენენ, თუკი გავითვალისწინებთ იმ ვითარებას, რომ საქართველოში საკმაოდ დიდი რაოდენობაა ქუჩის ბავშვებისა და ამას ემატება უკანონოდ დაბადებული ბავშვების მაღალი რაოდენობა (მაგალითად, ადამიანის უფლებათა ცენტრის ინფორმაციის მიხედვით, 57-ზე მეტი ამგვარი ბავშვია რეგისტრირებული), სწორედ ამიტომ მათ გაქრობასაც ვერავინ შეამჩნევს. ძალზე ხშირი ფაქტებია მათი ორგანოთა გამოყენება და ა.შ. ასევე ხშირია, როდესაც ეს ბავშვები ნარკოტიკებს იყენებენ და სხვადასხვა კრიმინალურ დაჯგუფებაში ეხვევიან.
სამწუხაროდ, საქართველოში უმუშევრობის ფაქტორი პირდაპირპროპორციულია ტრეფიკინგის ზრდასთან. უარყოფით მოვლენას წარმოადგენს აგრეთვე ის, რომ ინფორმაციულობა ტრეფიკინგის შესახებ საკმაოდ ნაკლებია, მიუხედავად იმისა, რომ ამ მხრივ საქართველოში სახალხო დამცველის ოფისთან ერთად არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია მუშაობს.
სდფგდოპგიოპდფგოპდ
ყოველი ახლად გამოვლენილი ფაქტი ცხადყოფს, რომ საქართველოს კანონმდებლობა კომპლექსურად უნდა შეიცვალოს აღნიშული პრობლემის მოსაგვარებლად და ამასთან ერთად, ჩამოყალიბდეს სისტემა, რომელიც პრობლემის სოციალურ-ფსიქოლოგიური ასპექტების გამოვლენასთან ერთად, რეალური სურათის წარმოჩენასაც შეძლებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100