რატი იონათამიშვილი: 2019 წლის ბიუჯეტი ნამდვილად გამორჩეულია და პასუხობს იმ გამოწვევებს, რაც განსაკუთრებით ინკლუზიური ეკონომიკის მიმართულებით გვაქვს
ვფიქრობ, რომ 2019 წლის ბიუჯეტი ნამდვილად გამორჩეულია და პასუხობს იმ გამოწვევებს, რაც განსაკუთრებით ინკლუზიური ეკონომიკის მიმართულებით გვაქვს,- ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მან ბიუჯეტის ფარგლებში გაწეული სამუშაოსთვის მთავრობას მადლობა გადაუხადა.
„მადლობა მინდა გადავუხადო მთავრობას 2019 წლის ბიუჯეტის ფარგლებში გაწეული უზარმაზარი სამუშაოსთვის. ძალიან საინტერესოა ვისაუბროთ ბიუჯეტის პროექტის შესახებ, რადგან ჩვენი მოსახლეობა ელოდება თითოეულ იმ ცვლილებას, რომელიც მათი სოციალური კეთილდღეობის და უსაფრთხოებისთვის იქნება დამატებით სიკეთის მომტანი და იმ გარანტიის უზრუნველმყოფი, რისი ვალდებულებაც ჩვენ გაგვაჩნია“,-აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.
საკუთარ გამოსვლაში მან ყურადღება სოციალური მუშაკების გადამზადების საკითხს დაუთმო და აღნიშნა, რომ პირველ რიგში ორი მიმართულებაა გადასაჭრელი.
„ ერთი მიმართულება არის სოც. მუშაკების გაზრდა და 28 ახალი კადრით იზრდება ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში და ეს არის 400 000 ლარი. მეორე, ეს არის, ახალი სოც. მუშაკების მომზადება, მათი სერთიფიცირება მოვახდინოთ, რაც უკვე განათლების სამინისტროს პრეროგატივაა და ამ მიმართულებით 120 000 ლარით იზრდება ბიუჯეტი და ეს კომპონენტები უკვე ასახულია შესაბამის კანონის პროექტში“,-განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ.
კომენტარი