ვალერი გელაშვილმა და ირაკლი მეზურნიშვილმა მოსახლეობასთან მორიგი შეხვედრები გამართეს
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ვალერი გელაშვილი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.
იგი ამჯერად ნარვანის, ქემფერის, წაბლოვანასა და ცედანის სოფლების მოსახლეობას შეხვდა.
მაჟორიტარობის კანდიდატმა მიმდინარე პრობლემების, მათი გადაჭრის გზებისა და საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ ისაუბრა. მათ შორის ყურადღება ახალგაზრდების დასაქმების აქტიური პოლიტიკის გატარებაზე, საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებაზე, სოფლის მეურნეობის, კულტურისა და ხელოვნების განვითარებაზე გამახვილდა.
„მნიშვნელოვანია სწრაფი ნაბიჯები წინ, რადგან თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს ეკონომიკური კეთილდღეობა და მე ამ ყველაფერს გავაკეთებ ახალი ძალით, ენერგიით, თქვენთან ერთად, ერთი სულისკვეთებით“,-განაცხადა ვალერი გელაშვილმა.
წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი,ირაკლი მეზურნიშვილი. ამჯერად იგი ზემო რენის, ქვემო რენისა და კოდისწყაროს სოფლების მოსახლეობას შეხვდა.
კანდიდატი ამომრჩევლებს ადგილობრივი ხელისუფლების მიერ განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა, ყურადღება კი ძირითადად ინფრასტრუქტურულ და სოციალურ საკითხებზე გამახვილდა. „მე ვამაყობ იმ ნაბიჯებითა და სწორი მიმართულებით, რაც დაისახა ცენტრალურმა ხელისუფლებამ. ჩვენ შევძელით ის, რომ დღეს ბიზნესი თავისუფალია, დღეს დაცულია თქვენი ღირსება და უფლებები. მინდა იცოდეთ, რომ ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ჩვენი რაიონის განვითარება“,-განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.
(R)
კომენტარი