მიკროავტობუსში მამაკაცის ცხედარი იპოვნეს - რა მოხდა მარნეულში
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯილოში მიკროავტობუსში შუა ხნის მამაკაცის ცხედარი იპოვნეს - შემთხვევა დღეს დილით მოხდა.
ადგილობრივების თქმით, გარდაცვლილი მარნეულის ბაზარში ვაჭრობდა, გამთენიისას სწორედ იქ მიდიოდა და, შესაძლოა, მიკროავტობუსში გახდა ცუდად.
გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია. ადგილზე პოლიცია და ექსპერტკრიმინალები მუშაობდნენ. მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო.
კომენტარი