სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გამოცხადდა მედია კონკურსი „ჟურნალისტები კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობისთვის 2019“

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) აცხადებს 2019 წლის მედია კონკურსს „ჟურნალისტები კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობისთვის“.

ყოველწლიური კონკურსი CSRDG-ის მიერ, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მხარდაჭერით, 1 წლის წინ დაფუძნდა. იგი ქართულ მედია სივრცეში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) აქტიური და სწორი გაშუქების ხელშეწყობას და ამ გზით CSR-ის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და საზოგადოების მხრიდან კონცეფციის სწორი აღქმის დამკვიდრებას ისახავს მიზნად.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ საქართველოს მოქალაქე ჟურნალისტს. საკონკურსოდ წარმოდგენილი მასალა, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის თემაზე, გამოქვეყნებული/გასული უნდა იყოს 2019 წლის 6 მაისიდან, 31 ოქტომბრამდე პერიოდში საქართველოში რეგისტიტრებულ მედია საშუალებაში ან ბლოგის მეშვეობით. გამარჯვებულებს გადაეცემათ ფულადი პრიზი. კონკურსის მხარდამჭერმა კომპანიამ Japan Tobacco International (JTI) დააწესა სპეციალური პრიზი ორი გამარჯვებული ჟურნალისტისთვის, რომლებიც კომპანიის მხარდაჭერით ევროპის საგაზეთო კონგრესზე (European Newspaper Congress) გაემგზავრებიან.

კონკურსის შედეგად გამოვლინდება ხუთი გამარჯვებული მედია მასალა შემდეგ ნომინაციებში:

სტატია (ბეჭდური ან ონლაინ მედიით გასული სტატია);
სატელევიზიო სიუჟეტი;
მულტიმედია, ვიდეო მასალა (ონლაინ მედიაში);
რადიო (რადიორეპორტაჟი, გადაცემა ან რუბრიკა);
ბლოგი;
ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 31 ოქტომბერი.

CSRDG პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში, აქტიურად მუშაობს ცენტრალურ და რეგიონულ მედიასთან, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ცნების პოპულარიზაციისა და საზოგადოების მხრიდან კონცეფციის სწორი აღქმის დამკვიდრების მიზნით. 2018 წლის მედია კონკურსის ფარგლებში 28 მონაწილეს შორის 5 გამარჯვებული დაჯილდოვდა. კონკურსს წინ უძღვოდა წარმატებით გამართული ტრენინგები ცენტრალური და რეგიონული მედიის წარმომადგენლებისათვის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის თემაზე.

კონკურსის ორგანიზატორია “საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი”. აღნიშნული კონკურსი მიმდინარეობს პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა” ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით. კონსორციუმში ასევე შედის ოთხი ქართული ორგანიზაცია: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC).
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი.

თანდართული ფაილი: 215996_csrdg_mediacontest_1240990.rar

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100