სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

5:20 საათზე საკუთარ კაბინეტში საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი დააკავეს

საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი გიორგი კალანდაძე 5:20 წუთზე, სამსახურში მოულოდნელად გამოძახების შემდეგ, ადმინისტრაციულ შენობაში, საკუთარ კაბინეტში დააკავეს.

გიორგი კალანდაძესთან ერთად დაკავებულია ასევე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მეოთხე ბრიგადის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი ზურაბ შამათავა. სავარაუდოდ, ორივე დაკავებული წინასწარი დაკავების კამერებში გადაიყვანეს.

კალანდაძის დაკავება იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებითა და მთავარი პროკურორის თანდასწრებით მოხდა. გენერალური შტაბის უფროსად გიორგი კალანდაძე ორი კვირის წინ, უშუალოდ საქართველოს პრეზიდენტის მიერ დაინიშნა.

ისევე, როგორც თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია, გიორგი კალანდაძეც სსკ 333 მუხლის ბრალდებით დააკავეს, რაც თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებას ითვალისწინებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100