კორეელ პარტნიორებთან წარმატებული თანამშრომლობის ჯილდო „Hi Seoul Friends” და ქალაქ სეულის მერის მადლობის წერილი ქართულ კომპანია PSP-ს
უცხოურ კომპანიებს „Hi Seoul Friends” ჯილდოს ანიჭებს ქალაქ სეულის მერია, ეკონომიკურ დეპარტამენტთან ერთად კორეული კომპანიებთან გამორჩეული და წარმატებული თანამშრომლობისთვის.
PSP
პირველი ქართული კომპანიაა, რომელსაც ეს ჯილდო გადაეცა; რომელმაც ასევე
პირველმა, 2019 წელს კორეულ კოსმეტიკურ ბრენდ „მიზონთან“ თანამშრომლობა დაიწყო და დღეს
უკვე 6 კორეული ბრენდის წარმატებული პარტნიორია.
ჯილდოსთან ერთად კომპანიამ მიიღო ქალაქ სეულის მერის,
ოჰ სე-ჰუნის წერილი, რომელშიც ის ულოცავს კომპანია PSP-ს Hi Seoul Friends
ჯილდოს მიღებას და მნიშვნელოვან ბიზნეს პარტნიორად აღიარებას.
თავდაპირველად, 2004 წელს, Hi Seoul Companies მეგობრობის
წევრი კომპანია მხოლოდ 11 იყო. დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ამ მეგობრობის
წევრების რიხცვი 1000-ს აღწევს, 2024 წლიდან პარტნიორებს მთელი მსოფლიოდან ქართული
კომპანია PSP შეუერთდა.
„PSP-ს მთავარი პრიორიტეტი მომხმარებელია. სწორედ მომხმარებლის
ინტერსების და მოთხოვნების გათვალსიწინებით დავიწყეთ მსოფლიოში ცნობილ და კორეის
N1 ბრენდ „მიზონთან“ თანამშრომლობა 2018 წელს. ამჟამად მომხმარებელს უკვე 6 კორეული
ბრენდის პროდუქციის მრავალფეროვან არჩევანს ვთავაზობთ.
უკვე 30 წელია, PSP 335 აფთიაქი საქართველოს მასშტაბით
მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომს ხდის ოცი ათასზე მეტი დასახელების გარანტირებული ხარისხის
მედიკამენტებს, სამედიცინო, ბავშვთა კვების და მოვლის საშუალებებსა და მსოფლიოს ცნობილი
კოსმეტიკური ბრენდების პროდუქტებს.
სასაიმოვნო აღიარება და დამატებითი სტიმულია Hi
Seoul Companies მეგობრობის წევრობა, ჯილდო წარმატებული და სანდო პარტნიორობისთვის
გვიბიძგებს კიდევ უფრო დიდი წვლილი შევიტანოთ
კორეის და სეულის მეგობარი ქვეყნების სამომავლო თანამშრომლობაში, წარმატებასა და კეთილდღეობაში“-
აცხადებენ PSP-ში.
კომენტარი