სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პესკოვის თქმით, უკრაინის, საქართველოსა და სხვა ქვეყნების იარაღით შევსება კონტინენტის უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს

კრემლის სპიკერი, დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ უკრაინისა და სხვა ქვეყნების, მათ შორის მოლდოვასა და საქართველოს დასავლური იარაღით შევსება, "ევროპის კონტინენტის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის".

"თავისთავად, უკრაინასა და სხვა ქვეყნებში იარაღის, მათ შორის მძიმე იარაღის გადატუმბვის ტენდენცია არის ის ქმედება, რომელიც საფრთხეს უქმნის კონტინენტის უსაფრთხოებას, იწვევს არასტაბილურობას", - თქვა პესკოვმა.

ამ ფორმით ის ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლიზ ტრასის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ აუცილებელია იარაღის მიწოდება არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მოლდოვასთვის, საქართველოსთვის და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისთვის.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100