სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვისაც თვალში ეცოტავება, 40 დღე იმარხულეთ და შემდეგ თქვით აღსარება და ეზიარეთ და ნახეთ რა ღვაწლი გასწია - მეუფე ნიკოლოზი მიხეილ სააკაშვილზე

"ეს არის ძალიან დიდი ღვაწლი რომელიც ამ ადამიანმა გასწია, ეს არის მსხვერპლი, რომელიც მან გაიღო ქვეყნის თავისუფლებისთვის, გაძლიერებისთვის" - ამბობს მეუფე ნიკოლოზი, რომელმაც ცოტა ხნის წინ რუსთავის ციხეში მესამე პრეზიდენტი აზიარა.

მისი თქმით, ქრისტიანული თვალთახედვით, მიხეილ სააკაშვილმა 40 დღე იმარხულა, თქვა აღსარება და ეზიარა.

"რატომ ვთვლი, მე რომ დღეს არის ისტორიული დღე, ესე იგი, მასზე ხშირად ამბობენ ესეთ რამეს, რომ მოინანიოს, შეინანოს და მე მინდა გითხრათ, რომ სინანული ქრისტიანული გაგებით, ქრისტიანული თვალთახედვით, ეს არის მოქმედება, და ეს არ არის ესე რომ ვთქვათ ნიანგის ცრემლები ანუ მოჩვენებითი აღიარება რაღაცის იმისთვის, რომ ადამიანმა საპყრობილიდან თავი დაიხსნას, რაც სამწუხაროდ ბევრჯერ გვინახავს და ბევრჯერ ყოფილა, ეს არის მოქმედება, ეს არის ადამიანი, ეს არის პიროვნება, რომელიც 9 წელი საქართველოში იყო ერთპიროვნული მმართველი, რომელიც 9 წლის შემდეგ საქართველოში ნებაყოფლობით დაბრუნდა, ჩაჯდა ციხეში და მე ვიტყვი ცოტა სხვანაირად, ქრისტიანულად, 40 დღე იმარხულა ამ ადამიანმა, იმარხულა მშრალი მარხვით, ამის შემდეგ მან თქვა აღსარება და ეზიარა.

იგი ეზიარა ღირსეულად, რა თქმა უნდა, მე დეტალებს ვერ მოგიყვებით რა და როგორ იყო, მაგრამ მან მიიღო წმინდა ზიარება და ვისაც თვალში ეცოტავება, ეპატარავება, 40 დღე იმარხულეთ და შემდეგ თქვით აღსარება, და ეზიარეთ და ნახეთ რა ღვაწლი გასწია" - თქვა მეუფე ნიკოლოზმა.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი ციხეში უკვე 39 დღეა შიმშილობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100