დაუყოვნებლივ გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი ისეთ კლინიკაში, სადაც შესაბამის მომსახურებას გაუწევენ - ადვოკატი
რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, მიხეილ სააკაშვილს ადვოკატები მოინახულებენ. მესამე პრეზიდენტთან უკვე შესულია გიორგი გელხაური.
შესვლამდე ადვოკატმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და კიდევ ერთხელ განმარტა, რატომ არის აუცილებელი მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია, მრავალპროფილურ კლინიკაში.
გელხაურმა იუსტიციის მინისტრს მოუწოდა, რომ მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ გადაიყვანონ ისეთ კლინიკაში, სადაც მას კვალიფიციურ სამედიცინო მომსახურებას გაუწევენ.
"ვნახეთ, ხო, რომ ხელისუფლებამ შექმნა ექიმების ჯგუფი, კონსილიუმი. კონსილიუმი შეიკრიბა იმსჯელა და დადო დასკვნა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია უნდა განხორციელდეს მრავალფუნქციურ კლინიკაში. მრავალპროფილური კლინიკა შინაარსში მოიცავს იმ სამედიცინო დახმარებას, როგორიც არის MTR, KT, კომპიუტერული ტექნოლოგია, მე-18 დაწესებულებაში ეს აპარატურა არ აქვთ.
მოეშვან სპეკულაციებს, მივმართავ იუსტიციის მინისტრს, დაუყოვნებლივ მოახდინოს მიხეილ სააკაშვილის ჰოსპოტალიზაცია, ისეთ კლინიკაში, სადაც კვალიფიციურ სამედიცინო მომსახურებას გაუწევენ", - თქვა გიორგი გელხაურმა.
მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ცნობილი გახდა, რომ შიმშილობის გამო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დმძიმდა. დღეს უკვე 26-ე დღეა, რაც მესამე პრეზიდენტი საპატიმროში პროტესტის ნიშნად შიმშილობს.
ამ დრომდე უცნობია, საჭიროების შემთხვევავში, რომელ კლინიკაში გადაიყვანენ მესამე პრეზიდენტს. 21 ოქტომბერს იუსტიციის მინისტრმა თქვა, რომ თუ გადაყვანის საჭიროება დადგება, მას გლდანის მე-18 დაწესებულებაში გადაიყვანენ.
მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველები ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა გლდანის ციხის საავადმყოფოში ნიშნავს, რომ სახელმწიფო მის ჰოსპიტალიზაციაზე უარს ამბობს. გლდანის საავადმყოფოში გადაყვანაზე უარს აცხადებს თავად მესამე პრეზიდენტი.
კომენტარი