სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

2 ივლისს ქუთაისში უხვი ნალექი და +37 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +21 გრადუსი იქნება. ოზურგეთში წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +28 გრადუსი იქნება, ღამით კი +19 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, მოსალოდნელია წვიმა, ღამით კი +22 გრადუსი დაფიქსირდება, იქროლებს ქარი.

ფოთში დღისით ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +23 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში უხვი ნალექი და +33 გრადუსი იქნება, ღამით კი +21 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა დღისით +27 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +21 გრადუსი იქნება.

მესტიაში დღისით წვიმა და +22 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება. ასევე იწვიმებს ამბროლაურში, სადაც დღისით ჰაერი +32 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.

უხვი ნალექი იქნება ჭიათურაში, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +36 გრადუსი იქნება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღეა მოსალოდნელი ახალციხეშიც, სადაც დღისით +28 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი ჰაერის ტემპერატურა +13 გრადუსამდე დაიწევს.

+31 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში +16 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიან დღეს პროგნოზირებენ ბაკურიანშიც, სადაც დღისით +32 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსი იქნება.

გორში უმეტესად ნალექიანი დღე და +34 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +18 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში იწვიმებს, დღისით ჰაერი +32 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +18 გრადუსი იქნება.

წვიმიანი დღეა მოსალოდნელი გუდაურში, დღისით +23 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +15 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, მოსალოდნელია უხვი ნალექი, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +31 გრადუსი იქნება, ღამით კი +22 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღის განმავლობაში წვიმა და +33 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +22 გრადუსია მოსალოდნელი.

გურჯაანში დღისით ჰაერი +35 გრადუსამდე გათბება, მოსალოდნელია წვიმა. ღამით კი +22 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე და +34 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი +22 გრადუსი იქნება.

რუსთავში დღისით ჰაერი +36 გრადუსამდე გათბება, მოსალოდნელია წვიმა, ღამით კი +23 გრადუსი დაფიქსირდება, იქროლებს ქარი. თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +35 გრადუსს მიაღწევს, მოსალოდნელია წვიმა, ღამით კი +23 გრადუსია მოსალოდნელი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100