სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სანკტ-პეტერბურგში ორი გოგონა მეათე სართულიდან ხელიხელჩაჭიდებული გადახტა

სანკტ-პეტერბურგის საგამოძიებო განყოფილების პრესსამსახურმა შემზარავი ინფორმაცია გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ გუშინ, საღამოს საათებში ქალაქის ცენტრში მდებარე ერთ-ერთი მაღალსართულიანი საცხოვრებელი სახლის მე-10 სართულიდან ორი თხუთმეტი წლის გოგონა გადმოხტა და ორივე ადგილზევე გარდაიცვალა.

როგორც ჟურნალისტებმა მოგვიანებით გაარკვიეს, დაღუპული გოგონები - კარინა და ვერონიკა თანაკლასელები იყვნენ და ისინი ერთი ბინის ფანჯრიდან ხელიხელჩაჭიდებულები გადახტნენ. გოგონებმა რაფაზე დატოვეს ორი, თითქმის ერთნაირი შინაარსის წერილი და მობილური ტელეფონები. წერილში ისინი პატიებას სთხოვენ მშობლებს და ახლობლებს და აცხადებენ, რომ სიცოცხლესთან განშორება უიღბლო სიყვარულის გამო გადაწყვიტეს. წერილებში ბიჭების სახელებიცაა მითითებული. გოგონები სანკტ-პეტერბურგის 655-ე სკოლაში სწავლობდნენ. ბიჭები მათივე კლასელები არიან.

როგორც რუსული მედია იტყობინება, ორივე გოგონა ინტელიგენტთა ოჯახიდან იყო. კარინა - დედისერთაა და მეზობლების თქმით, დედა და მამინაცვალი მისთვის არაფერს ზოგავდნენ. მისი ოცნება მოდელობა იყო და ერთი კასტინგი წარმატებითაც ჰქონდა გავლილი. რაც შეეხება ვერონიკას, მისი მშობლები გაცილებული არიან, მაგრამ გოგონას ორივე მშობელი დიდ ყურადღებას უთმობდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100