სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ვადასტურებ, რომ გამოძიების პერიოდში გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები არ ჩატარებულა"- გახარია ხორავას საქმეზე

შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე პარლამენტში შექმნილმა საგამოძიებო კომისიამ შესაბამისად ვერ იმუშავა და პოლიტიკური სპეკულირების იარაღად იქცა.

ამასთან გიორგი გახარიას თქმით, ის თვლის, რომ საქმის გამოძიების დროს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები, რომელიც უნდა ჩატარებულიყო, არ ჩატარებულა:

„დიახ ვადასტურებ, რომ გამოძიების პერიოდში გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები, რომლებიც უნდა ჩატარებულიყო, ჩემი სუბიექტური აზრით, არ იყო ჩატარებული. თქვენ კომისიის მუშაობის ფარგლებში ვერ შეძელით დაგედასტურებინათ, რაც იყო თქვენი მიზანი და არა სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება, რომ ეს საგამოძიებო მოქმედებები, რომელიც არ ჩატარდა, იყო განზრახულად არჩატარებული და ამან იქონია საბოლოო შედეგზე რაიმე შედეგი თუ ვერა. ჩემი სუბიექტური აზრით, როგორც ცალკე აღებული ადამიანის, ეს იყო თქვენი მანდატი“- განაცხადა გახარიამ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100