მაჩალიკაშვილის ბებია: გამოდი გოგაშვილო, გააგებინე ხალხს, რომ უდანაშაულოდ ჩემი შვილიშვილი მომიკალი და შუბლი გაუხვრიტე მწოლიარე ლოგინში
პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის ბებიამ „ქართული ოცნების“ ოფისთან მიმდინარე აქციაზე სუს-ის უფროსის ყოფილ მოადგილეს, სოსო გოგაშილს მიმართა:
„გამოდი გოგაშვილო, არ გყოფნის ვაჟკაცობა? კაცობა არ გაქვს? აღიარე შენი დანაშაული, გააგებინე ხალხს, რომ უდანაშაულოდ ჩემი შვილიშვილი მომიკალი და შუბლი გაუხვრიტე მწოლიარე ლოგინში. მე ვარ ის ბებია, რომელმაც სოსო გოგაშვილის დავალებით გვერდები ჩამილურჯეს, ერთადერთი შვილის, მალხაზ მაჩალიკაშვილის შვილი თემირლანი მოუკლეს, რომელიც გოგაშვილის დაკვეთით მძევლად აგვიყვანეს და შუბლგახვრეტილი ჩემი პატარა სანთელივით სუფთა თემირლანი მკვდარი გაიტაცეთ და გაიყვანეთ.“
„ქართული ოცნების“ ოფისთან იმყოფებიან მალხაზ მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები, მხარდამჭერები და პანკისის მცხოვრებლები.
კომენტარი