გოგონამ 50 ათასი დოლარი დახარჯა პლასტიკურ ოპერაციებში, რათა ჯესიკა რებითს დამსგავსებოდა, თუმცა შედეგი კატასტროფული აღმოჩნდა
26 წლის კალიფორნიელმა კარლი მერსოლმა 50 ათასი დოლარი დახარჯა პლასტიკურ ოპერაციებში, რათა მის საყვარელ მულტფილმის პერსონაჟს ჯესიკა რებითს დამსგავსებოდა. მან ერთმანეთის მიყოლებით გაიდიდა მკერდი და ტუჩები, გაიკეთა ბოტოქსი, დაიპატარავა ნიკაპი - წერს გამომცემლობა Daily Star.
კარლიმ თავისი ვიზუალის შეცვლა სულ ცოტა ხნის წინ, 2017 წლის დეკემბერში დაიწყო. მიუხედავად ამ კატასტროფული შედეგისა, ის თავისი ვიზუალით კმაყოფილია და გაჩერებას არ აპირებს, სანამ სასურველ მიზანს არ მიაღწევს. ცოტა ხანში კარლი დუნდულებს გაიდიდებს და მიუხედავად იმისა, რომ მკერდი უკვე საკმაოდ დიდი აქვს, მისი ზომა არ აკმაყოფილებს და კიდევ აპირებს გაზრდას.
კომენტარი