სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ემოციური ფოტოები დედებზე, რომლებიც შვილების საყრდენი კედლები არიან

დედა - რამხელა მნიშვნელობის მატარებელია ეს ერთი სიტყვა. დედა არის ადამიანი, რომლის ძალაც, სიყვარულიც, მზრუნველობაცა და მხარში დგომაც ყველა სხვა დანარჩენზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის. დედა არის ყველაზე ძლიერი - როდესაც მის შვილს უჭირს, მთებს გადადგამს და ამავდროულად ყველაზე სუსტიც და მისი ერთადერთი სისუსტე მისივე შვილია. სწორედ შვილთან მიმართებაშია გულჩვილი, მიმტევებელი, ემოციური.

ფოტო კოლაჟი ეძღვნება დედებს, რომლებიც უამრავი სიდუხჭირის მიუხედავად ახერხებენ გაუმკლავდნენ ყოველდღიურ პრობლემებს, გაუნაწილონ სიყვარული და მზრუნველობა საკუთარ პირმშოებს, არ დანებდნენ ცხოვრებისეულ სირთულეებს და შვილებს აგრძნობინონ, რომ მათ გვერდით ნამდვილი მფარველი ანგელოზები ჰყავთ.

ფოტოები გადაღებულია მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში და თითოეული მათგანი იმაზე მეტს მეტყველებს დედა-შვილურ ურთიერთობაზე, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. ყველა ერთმანეთისგან განსხვავებულ კადრს ერთი მთავარი შინაარსი აერთიანებს - ეს ქალები შვილებისთვის საყრდენი კედლები არიან და ვერასდროს ვერაფერი შეცვლის მათ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100