სააკაშვილი: წელს ბოლოჯერ ვხვდებით მთავარ ეროვნულ დღესასწაულს აღლუმის გარეშე
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქ გვედზე გამოქვეყნდა 4 წლის წინანდელი 26 მაისის აღლუმის ფოტოები, რომელიც ქუთაისის პარლამენტის შენობასთანაა გადაღებული.
ფოტოებს თან ახლავს წარწერა, რომლითაც სააკაშვილი საზოგადოებას ირიბად მიანიშნებს იმაზე, რომ მომავალ წელს უკვე დაბრუნებული იქნება ქართულ პოლიტიკასა და მმართველობაში.
„გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! წელს ბოლოჯერ ვხვდებით მთავარ ეროვნულ დღესასწაულს აღლუმის გარეშე.“ - ნათქვამია ექსპრეზიდენტის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში.
კომენტარი